Image

მოურინიომ აპოელი შეაქო

უცხოური ფეხბურთი 28-მარ, 20:089 Sportnews 1286


მადრიდის "რეალის" მთავარი მწვრთნელი ჟოზე მოურინიო აპოელ-თან ჩემპიონთა ლიგის პირველი მეოთხედფინალური მატჩის შემდეგ კმაყოფილი იყო.

"გამარჯვებისთვის რომ მიგვეღწია, კარგად უნდა გვეთამაშა. დაცვაში საიმედოდ ვმოქმედებდით, რათა სახიფათო კონტრშეტევები არ გაგვპარვოდა. ბურთით კარგად ვმუშაობდით. გოლი რომ გავიტანეთ, ნახევარფინალში გასვლის საკითხიც, პრაქტიკულად, გადაწყდა.

აპოელ-მა კარგად ითამაშა, თუ გავითვალისწინებთ, რომ მას არც დიდი ფინანსური შესაძლებლობები აქვს და არც ვარსკვლავები ჰყავს შემადგენლობაში. გუნდმა მაღალი სათამაშო დისციპლინა გამოავლინა.

შაჰინით ძალიან კმაყოფილები ვართ. ფანტასტიკური ადამიანია. ვიცოდით, რომ ბურთს ძირითადად ჩვენ გავაკონტროლებდით და მისი სასტარტო შემადგენლობაში ჩართვა მიზანშეწონილად მივიჩნიეთ"
-განაცხადა მოურინიომ

მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:




მოიწონეთ სტატია


კომენტარები
გაუზიარეთ მეგობრებს
მსგავსი სიახლეები
შემოგვიერთდით
რეკლამა
არქივი
იანვარი 2019 (452)
დეკემბერი 2018 (540)
ნოემბერი 2018 (413)
ოქტომბერი 2018 (437)
სექტემბერი 2018 (574)
აგვისტო 2018 (535)
რეკლამა