უცხოური ფეხბურთი
ლა ლიგა. XXX ტურის შეჯამება: უნიკალური და საუკეთესო მესი და ვან ბენზემა

როდესაც გვირაბიდან გამოვიდა, ლეო მესის ფანტასტიკური დახვედრა ელოდა - კლუბის ისტორიაში საუკეთესო მეგოლეს, საპირისპირო ტრიბუნა გიგანტური პლაკატით ("ლეო შენ უნიკალური ხარ და საუკეთესო") შეეგება, ხოლო ტაბლო მის საუკეთესო გოლთა ვიდეოებს აჩვენებდა.

პლაკატის ზომა თითქმის 50X50 მეტრზე იყო. წინა რეკორდის პატრონის, სესარ როდრიგესის ქვრივი და შვილიშვილი ლეოს ძმას, როდრიგოს შეხვდნენ. სანდრო როსელმა მათ სამახსოვრო საჩუქრები გადასცა. ასე აღინიშნა, ლეოს მიერ "ბარსას" ისტორიაში საუკეთესო მეგოლეობა (რომელიც წინა ტურში დამყარდა).

ბარსა-რეალობა
"ბილბაოსთან" მატჩში მესიმ მორიგი, 235-ე გოლი გაიტანა. ჯადოქრისთვის მართლაც ჯადოსნური თვე გამოდგა - ლეომ 7 მატჩში 12 გოლი გაიტანა.

ეს მატჩი განსაკუთრებული იყო ვიქტორ ვალდესისთვის, რომელსაც კარის "მშრალად" შენახვა არ გასჭირვებია - ვალდესი "ბარსას" შემადგენლობაში თამაშების რიცხვით კარლეს რექსაჩს გაუტოლდა (449 მატჩი) და მე-4 ადგილზე გადავიდა მიგელის, კარლეს პუიოლისა და ჩავის შემდეგ.

ანგარიში ანდრეს ინიესტამ გახსნა (მესის პასით), რომელიც საოცარი რეკორდის პატრონია - როცა ინიესტა თამაშობს "ბარსა" არ აგებს... აგერ უკვე 53 თამაშია. გორკა ირაისოსის ახლო კუთხეში გატანილი კი მის საფეხბურთო კარიერაში 50-ე გოლია. "კამპ ნოუზე" 88 200 მაყურებელი შეიკრიბა, ეს ამ სეზონის ლა ლიგის რეკორდია. დანი ალვეშმა და ხავიერ მასკერანომ 13-13-ჯერ მოუპოვეს გუნდს ბურთი.

ჟოზე მოურინიომ პრესკონფერენციაზე უპირველესად, გრანერო და ალბიოლი შეაქო. პორტუგალიელი დიდად უცნაური კაცია, მას რონალდოს და იგუაინის წვლილი დუბლი "გამორჩა". ქარიმ ბენზემას გოლს "რეალის" თავკაცმა არაამქვეყნიური უწოდა, გოლი მართლაც დიდებული იყო.

ნავარაში "რეალმა" 1 500-ე გამარჯვება მოიპოვა, გონსალო იგუაინი 100-გოლიან ზღვარს აცდა (101 გაიტანა). კრიშტიანო რონალდო აშკარად საუკეთესო იყო 2 გოლით და ამდენივე საგოლე პასით, მაგრამ იყო თამაშში ერთი ეპიზოდი, რომელშიც პორტუგალიელი არც თუ კარგად წარმოჩინდა, მან იგუაინს აშკარად შეუშალა ხელი გოლის გატანაში.

თუმცა, სამართლიანობისთვის აღვნიშნავთ, რომ მალევე დაუბრუნა "ვალი"... შესანიშნავი ჩაწოდებით, რომელსაც მხოლოდ თავის დახვედრა ესაჭიროებოდა. ქარიმ ბენზემას გოლი 1988 წელს ევროპის ჩემპიონატზე მარკო ვან ბასტენის მიერ გატანილ გოლს წააგავდა, ამიტომაც "მარკამ" მიმოხილვა ასე დაასათაურა: "ვან ბენზემა".

ბარსელონას დარჩენილი 8 მატჩი
(4 შინ, 4 სტუმრად)
სარაგოსა-ბარსელონა
ბარსელონა-ხეტაფე
ლევანტე-ბარსელონა
ბარსელონა-რეალი
ვალეკანო-ბარსელონა
ბარსელონა-მალაგა
ბარსელონა-ესპანიოლი
ბეტისი-ბარსელონა

რეალის დარჩენილი 8 მატჩი
(4 შინ, 4 სტუმრად)
რეალი-ვალენსია
ატლეტიკო-რეალი
რეალი-სპორტინგი
ბარსელონა-რეალი
რეალი-სევილია
ბილბაო-რეალი
გრანადა-რეალი
რეალი-მალიორკა

მესი VS რონი
ლიონელ მესიმ "ბილბაოსთან" 2:0 მოგებულ შეხვედრაში 90 წუთი ითამაშა. კარისკენ 6 -ჯერ დაარტყა, 4-ჯერ ზუსტად, გაიტანა 1 გოლი (პენალტით), გააკეთა 1 საგოლე პასი. მის წინააღმდეგ 2-ჯერ დაჯარიმდნენ, თავად - ერთხელ. თამაშგარე მდგომარეობაში მოხვდა ერთხელ.

კრიშტიანო რონალდომ "ოსასუნასთან" 5:1 მოგებულ შეხვედრაში 90 წუთი ითამაშა. კარისკენ 4-ჯერ დაარტყა, 3-ჯერ ზუსტად, გაიტანა 2 გოლი, გააკეთა 2 საგოლე პასი. მის წინააღმდეგ 3-ჯერ დაჯარიმდნენ, თავად წესი არ დაურღვევია, ერთხელ მოხვდა თამაშგარეში.

ორივემ კარგად ითამაშა, მაგრამ მაინც რონალდომ უკეთ. ეს რაუნდი მან მოიგო და ჩამორჩენა ქულამდე დაიყვანა - 18:17 მესის სასარგებლოდ.

ტურის სიმბოლური ნაკრები
Goal.com. 4-3-3

მარიო ფერნანდესი (რასინგი, 1) - ანდონი ირაოლა (ბილბაო, 2), ხოსე ანტონიო დორადო (ბეტისი, 1), ჟერარდ პიკე (ბარსელონა 3), ფილიპე ლუიში (ატლეტიკო, 2) - ანხელ ლაფიტა (სარაგოსა, 1), ანდრეს ინიესტა (ბარსელონა, 7), ანტუან გრიზმანი (რეალ სოსიედადი, 4) - გონსალო იგუაინი (რეალი, 5), ქარიმ ბენზემა (რეალი, 4), კრიშტიანო რონალდო (რეალი, 13).

უნიკალური სიმბოლური ნაკრები გამოვიდა - შეტევის ხაზი მთლიანად "რეალისაა" - ამ ტრიომ ხუთი გოლი გაიტანა ტურში. კრიშტიანო რონალდო მე-13-ედ მოხვდა სიმბოლურში და მესის გაუსწრო (12 მოხვედრა).

ტურის გმირი
არუნა კონე (ლევანტე)

მისმა გოლმა "ლევანტეს" ვალენსიურ დერბიში ძალზე მნიშვნელოვანი ქულა მოუპოვა, როგორც სატურნირო მდგომარეობისთვის, ასევე ფსიქოლოგიური განწყობისთვის. "ლევანტეს" საოცარი სვლა ევროზონაში გრძელდება.

ტურის ფრაზები
მანოლო ხიმენესი: "ცალ-ცალკე არავინ არ ვართ, ერთად კი გუნდი ვართ, რომელსაც რაღაცის გაკეთება შეუძლია", - "სარაგოსას" თავკაცი ზედიზედ მესამე გამარჯვების მოპოვების შემდეგ.

პეპე მელი: "მალაგას" დამსახურებულად მოვუგეთ", - "ბეტისის" თავკაცი ანდალუსიურ დერბიში 2:0 გამარჯვების შემდეგ.

ჟოზე მოურინიო: "განსაკუთრებით მინდა გამოვყო გრანეროსა და ალბიოლის კარგი თამაში", - "რეალის" თავკაცი პამპლონური გამარჯვების შემდეგ.

კრიშტიანო რონალდო: "მხოლოდ ჩემპიონობა, სხვა შედეგზე ფიქრსაც კი არ ვუშვებ თავში", - პორტუგალიელი გოლეადორი დუბლის შესრულების შემდეგ.

ხოსეპ გვარდიოლა: "ბილბაომ" კარგი გაკვეთილი ჩაგვიტარა", - "ბარსას" ბოსი 2:0 გამარჯვების შემდეგ.

ხოსე ლუის მენდილიბარი: "ჩვენ, რა თქმა უნდა, "რეალზე" უარესად ვითამაშეთ, მაგრამ ყველაზე ცუდი მოედანზე მსაჯი იყო. მე მაშინვე მივუხვდი მის მზაკვრულ ჩანაფიქრს", - "ოსასუნას" მწვრთნელი, რომელიც მსაჯმა, მუნის ფერნანდესმა უკვე მე-11 წუთზე გააძევა.

მანუელ პელეგრინი: "ბურთს არაფრით უნდოდა "ბეტისის" კარში შეფრენა", - ჩილელი თავკაცი ანდალუსიური დერბის წაგების შემდეგ.

ხავიერ კლემენტე: "ერთხელაც ვეტყვი შენს შვილს, რა უნამუსო მამა ჰყავს. შენ ძალიან სულელი ხარ", - ნუ გაიკვირვებთ, სწორედ ასე მიმართა "სპორტინგის" თავკაცმა ჟურნალისტს პრესკონფერენციაზე და არა გვგონია, ეს ბასკ სპეციალისტს შერჩეს.

ტურის 5 საუკეთესო გოლი
1. ქარიმ ბენზემა (რეალი) "ოსასუნას" კარში (საგოლე პასი: კრიშტიანო რონალდო).
2. კრიშტიანო რონალდო (რეალი) პირველი გოლი "ოსასუნას" კარში (საგოლე პასი: ჩაბი ალონსო)
3. ანდრეს ინიესტა (ბარსელონა) "ბილბაოს" კარში (საგოლე პასი: ლიონელ მესი).
4. ედუარდო სალვიო (ატლეტიკო) "ხეტაფეს" კარში (საგოლე პასი: ფილიპე ლუიში)
5. გონსალო იგუაინი (რეალი) პირველი გოლი "ოსასუნას" კარში (საგოლე პასი: ესტებან გრანერო)

ესპანური ფეხბურთის სისუსტე... მსაჯები
მუნის ფერნანდესი (ოსასუნა-ატლეტიკო). "მარკა" - 4 (10-ბალიანი სისტემით)
რა დააშავა: მე-11 წუთზე გააძევა მასპინძელთა მწვრთნელი ხოსე ლუის მენდილიბარი. ძალიან ბევრჯერ ტყუილუბრალოდ გააჩერა თამაში, როცა ამის აუცილებლობა არ იყო.

გონსალეს გონსალესი (ვილიარეალი-ესპანიოლი). "მარკა" - 3 (10-ბალიანი სისტემით)
რა დააშავა: ორივე კარში გააუქმა გოლი, ორივეჯერ საკმაოდ საეჭვო სიტუაციაში.

ტურის სტატისტიკა
შენიშვნა: წუხანდელი მატჩი გათვალისწინებული არ არის

23 გოლი ტურში (2,56 მატჩში). 3 თამაში მოიგეს მასპინძლებმა, 2 ფრედ დასრულდა და 4 სტუმრებმა მოიგეს. მსაჯებმა 46 ყვითელი და 2 წითელი ბარათი დაარიგეს.

ჰეთ თრიკი: არავინ
დუბლი: კრიშტიანო რონალდო (რეალი), გონსალო იგუაინი (რეალი)
ტურის ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი: ხაიმე სამპერიო (რასინგი, 18 წლის)

ყველაზე მეტი მაყურებელი: 88 20 - "კამპ ნოუ"
ყველაზე ნაკლები მაყურებელი: 13 000 - "ელ სარდინიერო"
ყველაზე მეტი დარტყმა კარისკენ: 20 - მალაგა, ბარსელონა
ყველაზე მეტი დარტყმა კარში: 14 - ბარსელონა
ყველაზე მეტი ჯარიმა: 30 - სარაგოსა
ყველაზე მეტი კუთხური: 10 - ბარსელონა
ყველაზე მეტი თამაშგარე: 5 - ესპანიოლ, ვილიარეალი
ყველაზე მეტი ბურთის ფლობა: 68% - ვალენსია

რასინგი-გრანადა 0:1
საუკეთესო: გილერმე სიკეირა (გრანადა)

სპორტინგი-სარაგოსა 1:2
საუკეთესო: ანხელ ლაფიტა (სარაგოსა)

ოსასუნა-რეალი 1:5
საუკეთესო: კრიშტიანო რონალდო (რეალი)

ბარსელონა-ბილბაო 2:0
საუკეთესო: ჟერარდ პიკე (ბარსელონა)

მალაგა-ბეტისი 0:2
საუკეთესო: ბენატ ეჩებარია (ბეტისი)

ატლეტიკო-ხეტაფე 3:0
საუკეთესო: დიეგო (ატლეტიკო)

ვალენსია-ლევანტე 1:1
საუკეთესო: არუნა კონე (ლევანტე)

სოსიედადი-ვალეკანო 4:0
საუკეთესო: ანტუან გრიზმანი (რეალ სოსიედადი)

ვილიარეალი-ესპანიოლი 0:0
საუკეთესო: მარკო რუბენი (ვილიარეალი)

სატურნირო მდგომარეობა

თ მ ფ წ ბ ქ
1. რეალი 30 25 3 2 100-27 78
2. ბარსელონა 30 22 6 2 86-22 72
3. ვალენსია 30 13 9 8 46-37 48
4. მალაგა 30 14 5 11 44-43 47
5. ლევანტე 30 13 6 11 42-41 45
6. ოსასუნა 30 10 13 7 35-46 43
7. ატლეტიკო 30 11 9 10 42-35 42
8. ესპანიოლი 30 11 8 11 37-39 41
9. სევილია 29 10 9 10 33-31 39
10. ხეტაფე 30 10 9 11 31-39 39
11. ბილბაო 30 9 11 10 44-42 38
12. ვალეკანო 30 11 4 15 42-53 37
13. მალიორკა 29 9 9 11 31-37 36
14. სოსიედადი 30 10 6 14 36-45 36
15. ბეტისი 30 10 5 15 35-43 35
16. გრანადა 30 10 4 16 28-46 34
17. ვილიარეალი 30 7 11 12 30-42 32
18. სარაგოსა 30 7 7 16 27-52 28
19. სპორტინგი 30 6 7 17 29-56 25
20. რასინგი 30 4 13 13 23-45 25

ბომბარდირები
37 - კრიშტიანო რონალდო (რეალი); 36 - ლიონელ მესი (ბარსელონა); 20 - გონსალო იგუაინი (რეალი), რადამელ ფალკაო (ატლეტიკო); 17 - ქარიმ ბენზემა (რეალი); 16 - რობერტო სოლდადო (ვალენსია); 13 - ფერნანდო ლორენტე (ბილბაო), მიჩუ (რაიო ვალეკანო).

ასისტენტები
14 - მესუთ იოზილი (რეალი); 13 - ანხელ დი მარია (რეალი); 11 - ლიონელ მესი (ბარსელონა); 10 - დანი ალვეში (ბარსელონა); კრიშტიანო რონალდო (რეალი); 8 - სესკ ფაბრეგასი (ბარსელონა), რაულ გარსია (ოსასუნა), კარლოს ველა (რეალ სოსიედადი).

ზამორას ტროფეი
0,73 (გოლი/მატჩში) - ვიქტორ ვალდესი (ბარსელონა); 0,9 - იკერ კასილიასი (რეალი); 1,07 - ტიბო კურტუა (ატლეტიკო); 1,25 - ვილი კაბალიერო (მალაგა); 1,29 - მიგელ ანხელ მოია (ხეტაფე).

მომდევნო ტური
7 აპრილი: ხეტაფე-სპორტინგი, რაიო ვალეკანო-ოსასუნა, ესპანიოლი-რეალ სოსიედადი, სარაგოსა-ბარსელონა, ბეტისი-ვილიარეალი.
8 აპრილი: ლევანტე-ატლეტიკო, მალიორკა-გრანადა, ბილბაო-სევილია, რეალი-ვალენსია.
9 აპრილი: მალაგა-რასინგი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"









კომენტარის დამატება
  • Группа: system operator
  • Регистрация: 12.09.2010
  • Статус: Пользователь Онлайн
  • 2783 комментария
  • 5256 публикаций
^
ესეთ სტატიას სპორტული გამოცემა ლელო გვთავაზობს ხოლმე, დღეიდან მეც დავდებ და გადმოვიტანონ ლელოს ასეთ სტატიებს ოთხივე წამყვან ჩემპიონატზე

--------------------