ჩემპიონთა ლიგა: ფავორიტებმა იმარჯვეს

უცხოური ფეხბურთი 04-აპრ, 00:529 Sportnews 1222 0






დასრულდა ჩემპიონთა ლიგის პირველი ორი მატჩის მეორე შეხვედრები, ორივე წყვილში ფავორიტად შერაცხულმა გუნდება: "ბაიერნმა" და "ბარსელონამ" შეძლეს გამარჯვება და შემდეგ ეტაპზეც სწორედ ისინი ითამაშებენ.

ყველაზე დიდი ინტრიგა რა თქმა უნდა "ბარსელონა"-"მილანის" შეხვედრას ჰქონდა, შეხვედრამ მოლოდინი გაამართლა და მართლაც კარგი შეხვედრა ვიხილეთ, არ გაუმართლათ "მილანის" გულშემატკივრებს, რომელთა გუნდიც ჩემპიონთა ლიგას დაემშვიდობა, საპირისპირო განწყობაა კი "ბარსელონას" ბანაკში. "კამპ ნოუზე" გამართული შეხვედრა 3:1 დასრულდა. დუბლი ორი თერთმეტმეტრიანით ლეო მესიმ შეასრულა, სათითაო გოლი კი ანდრეს ინიესტამ და ნოჩერინიომ გაიტანა.









იოლად იმარჯვა მეორე ფავორიტმა "ბაიერნმა" , გერმანულმა კლუბმა "მარსელი" მეორე შეხვედრაშიც იგივე ანაგრიშით 2-0 მოუგო, ორივე გოლი ოლიჩმა გაიტანა. "ბაიერნი" ნახევარფინალში შეგვიძლია თამამად ვთქვათ "რეალს" დაუპირისპირდებიან, "ბარსელონა" კი სავარაუდოდ "ჩელსის", თუმცა "ჩელსი"-"ბენფიკას" შორის ჯერ ყველაფერი არ გარკვეულა, მიუხედავად იმის, რომ პირველი შეხვედრა ინგლისურმა კლუბმა სტუმრად 1-0 იმარჯვა.










მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:









დაწერე კომენტარი

მსგავსი სიახლეები
კომენტარის დატოვება






რეკლამა

კონტაქტი

ელ-ფოსტა: admin@esport.ge

ნავიგაცია

სტატისტიკა

2010-2018