უცხოური ფეხბურთი
გვარდიოლა:დიდი მადლობა მოუს

"ბარსელონას" მწვრთელმა პეპ გვარდიოლამ მადლობა გადაუხადა ჟოზე მოურინიოს "კეთილი" სიტყვების და ნდობისთვის. "რეალის" მწვრთნელმა ერთ-ერთ ინტერვიუში განაცხადა, რომ "ბარსა" ფინალში ითამაშებს.

"დიდი მადლობა მას, რომ ჩვენს შესაძლებლობებში ეჭვი არ ეპარება. ნამდვილად გვაქვს იმის პერსპექტივა, რომ ფინალში ვითამაშოთ. თუმცა მანამდე, "ჩელსისთან" ურთულესი მატჩი გველოდება და ვიცით, რომ მოგება არც თუ ისე ადვილი იქნება".

გვარდიოლამ ასევე "სარაგოსას" წინააღმდეგ შეხვედრაზეც ისაუბრა, რომელიც შაბათას გაიმართება. "სარაგოსას" საკამოდ კარგი დინამიკა აქვს და მოსაგებად ყველაფერს გააკეთებს. ძალიან ბევრს შრომობენ და მომზადებულებიც არიან. ვნახოთ რა მოხდება. ზედიზედ რამდენიმე შეხვედრის გამართვა გვიწევს და ეს ცოტათი მაღელვებს. თუმცა ბიჭები ფორმაში არიან და ვიცი არ მიმტყუნებენ", - განაცხადა გვარდიოლამ.

რაც შეეხება ჩავის, მწვრთნელი ცდილობს, ზედმეტად არ გადატვირთოს ფეხბურთელი, თუმცა დაასვენებს თუ არა, ეს უცნობია. "ძალიან ფრთხილად და ყურადღებით უნდა ვიყოთ. საკმაოდ მძიმე კვირა გვექნება და ძალების მოკრეფვა ნამდვილად გვესაჭიროება".








კომენტარის დამატება
  • Группа: system operator
  • Регистрация: 12.09.2010
  • Статус: Пользователь offline
  • 2783 комментария
  • 5244 публикации
^
Dark Dante,
ხო მართალი ხარ

--------------------
  • Группа: წევრი
  • Регистрация: 24.03.2011
  • Статус: Пользователь offline
  • 86 комментариев
  • 468 публикаций
^
ძალიან დიდი შანსია რომ კლასიკო იყოს ფინალი, ძალიან კარგი სეზონია წელს დაძაბული და საინტერესო..