ვინ შეაჩერებს ბარსელონას?! ჩელსი?

უცხოური ფეხბურთი 08-აპრ, 23:469 STEVEN 1697 9






ვინ შეაჩერებს ბარსელონას?! ჩელსი? ეს კითხვა მართლაც რო აქტუალურია,ზოგი მიიჩნევს რომ "ბარსელონასთვის" ნახევარფინალები მხოლოდ და მხოლო ადვილი გასეირნება იქნება,ზოგიც კი ფიქრობს რომ სწორედ ჩელსი იქნება ის გუნდი რომელიც "ბარსელონას" შეაჩერებს. საერთო ჯამში გულშემატკივრების დიდი ნაწილი მაინც ბარსელონასკენ იხრება,მაგრამ ფაქტები კი სულ საპირისპიროზე მეტყველებს!


ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე გათამაშების ნახევარფინალური წყვილები ისე გამოიყურება,რომ ხელაღებით ფავორიტის დასახელება ნეიტრალურ გულშემატკივარს საკმაოდ გაუჭირდება.ერთი შეხედვით "ჩელსი-ბარსელონას" დაპირისპირებაში კატალონიური გრანდი აშკარა ფავორიტია,სეზონის ამ დროისთვის ნაჩვენები თამაშის ხარისხის მიხედვით, ლონდონურ კლუბთან,თუმცა როცა ევროპის საუკეთესო 4 გუნდის მინი-ტურნირი იმართება, ფავორიტობა უკანა პლანზე გადადის და კონკრეტული თამაშისთვის უკეთესად მომზადებულ გუნდს უჩნდება დიდი წარმატების შანსი.
"არისტოკრატებისთვის "ბარსელონასთან" ამ ეტაპზე შეხვედრა უცხო არა,2009 წლის გათამაშების ორრაუნდიან დაპირისპირებაში "სტემფორდ ბრიჯზე" ინიესტას მიერ გატანილი ერთადერთი გოლის წყალობით გავიდნენ ესპანელები ფინალში და "ჩელსი" წესით, რევანშის აღების სურვილით უნდა იყოს შეპყრობილი.
ასევე თუ გადავხედავთ ჩემპიონთა ლიგის ისტორიას ჩვენ ვნახავთ თუ როგორ უჭირდათ ყოველთვის "კატალონიელებს" "არისტოკრატების" წინაარმდეგ თამაში.
ყოველ შემთხვევაში,კლუბის ოფიციალური საიტისთვის მიცემულ ინტერვიუში,სალმონ კალუმ გუნდის საერთო აზრი ნაწილობრივ გამოამზეურა
" დაამარცხო ბარსელონა, ძნელი საქმეა,მაგრამ არა შეუძლებელი.ჩვენ პატივს ვცემთ მოწინააღმდეგეს,რადგან მსოფლიოს ერთ ერთ საუკეთესო გუნდს ვეთამაშებით,მაგრამ ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალი ისეთი ეტაპია,სადაც არავინ არ იცის რა მოხდება.ჩელსის თითოეული ფეხბურთელი კარგად აცნობიერებს საკუთარ შანსებს და პასუხისმგებლობას,მზად ვართ მთელი 200%-ით დავიხარჯოთ მოედანზე წარამტების მისაღწევად."- აცხადებს კოტ-დიუვარელი ფეხბურთელი .

როგორც ჩანს "დედაქალაქელები" არაფრის დათმობას არა აპირებენ,"ბარსელონას" ფორმას და მოტივაციას კი უკომენტაროდ დავტოვებ.

შეგახსენებთ,რომ "ჩელსის" და "ბარსელონას" პირველი დაპირისპირება 18 აპრილს გაიმართება "სტემფორდ ბრიჯზე",ხოლო განმეორებითი-24 აპრილს,"კამპ ნოუზე"



მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:









დაწერე კომენტარი

მსგავსი სიახლეები
კომენტარები 9

maisa 11-აპრ, 16:57

რეალი ჟერ ბაიერნს გაცდეს და მერე ვილაპარაკოთ

STEVEN 09-აპრ, 14:56

ციტატა: სანჩესინიო
ვინ შეაჩერებს ბარსელონას?(აქ ბრძანების ნიშანი აღარ უნდააა

რადგან დავწერე ესეიგი უნდა

Sportnews 09-აპრ, 10:18

საღოლ ავტორ კარგი სტატია, რაც შეეხება შეაჩერებს თუ არა ჩელსი ბარსელონას ამას გვიჩვენებს ნახევარფინალები, მაგრამ ფინალი მგონი ელ კლასიკოა

Alex_Song 09-აპრ, 09:26

STEVEN,
100% ბარსა ფინალშიაააააააა

Richie 09-აპრ, 09:04

კარგი სტატიაა ყოჩაღ ავტორ

STEVEN 09-აპრ, 08:39

სანჩესინიო,
მეგობარო ეგ ღალატია :D

STEVEN,
სანჩესინიო,
მე ჩელსის ფანი არ ვარ, პირიქით უისტორიო გუნდებს ვერ ვიტან, მაგრამ 2009 წლის ლიგას არ უყურეთ? მანამდე კიდევ 4-2 და ასე შემდეგ.
მე არ ვიძახი რომ მაინც და მაინც გამოაგდებს მაგრამ იოლი გასეირნება არ იქნება!

Alex_Song 09-აპრ, 08:35

ჩელსიო 18 :D:D:D კარგი სტატია კი არის მარა ჩელსიმ ბარსა რომ გამოთიშოს რეალის ფანი გავხდები და ვაღიარებ ფეხბურთის ღმერთს კ.რონალდუ-ს..... wink

ვინ შეაჩერებს ბარსელონას?(აქ ბრძანების ნიშანი აღარ უნდააა

Dark Dante 09-აპრ, 00:13

წარსული ყოველთვის საინტერესოა მაგრამ ფეხბურთში აწმყო უნდა გავითვალისწიოთ ჩელსი ბარსელონას შემჩერებელი ვერაა წინააღმდეგობას გაუწევს მაგრამ ვერ შეაჩერებს...

STEVEN 08-აპრ, 23:47

მგონი ცუდი არ გამომივიდა :)
კომენტარის დატოვება






რეკლამა

კონტაქტი

ელ-ფოსტა: admin@esport.ge

ნავიგაცია

სტატისტიკა

2010-2018