უცხოური ფეხბურთი
დარჩენილია 7 ფინალი

ოთხი წამყვანი ჩემპიონატის დასრულებამდე დიდი დრო არ დარჩა, ჩემპიონობისთვის ბრძოლა კი უკიდურეს პიკს აღწევს. ვინ გახდება ქვეყნის ჩემპიონი?

რამოდენიმე კვირის წინ ინგლისის, ესპანეთის, იტალიის და გერმანიის ჩემპიონატებიდან ყველაზე უინტერესოდ ლა ლიგა მოსჩანდა, მაგრამ სწორედ ამ რამდენიმე კვირამ გაგვარკვია, რომ ახლა ჩემპიონობისთვის ბრძოლა მხოლოდ პრემიერლიგაშია უინტერესო, დარჩენილ 3 ქვეყანაში კი ძალიან დაძაბული სიტუაცია. ამჯერად ლა ლიგა მიმოვიხილოთ.

ერთ დროს "რეალი" "ბარსელონას" 10 ქულიდაც კი უსწრებდა, ყველამ "რეალი" ჩემპიონად მონათლა, რაღა დაგიმალოთ და მათ შორის მეც ვიყავი, მაგრამ 7 ტურით ადრე ვიტყვი, რომ გარკვეული არაფერია. ლა ლიგის დასრულებამდე 7 ტური დარჩა და "რეალი" მეტოქეს 4 ქულით უსწრებს, ამ 7 ტურიდან ერთი "ელ კლასიკო" შედგება, რომელიც "ბარსელონას" შანსი იქნება, თუ "ელ კლასიკოზე", რომელიც 22 აპრილს შედგება სხვაობა კვლავ 4 ქულა იყო, კატალონიური გუნდი შეეცდება მინიმალურამდე შეამციროს. ორივე გუნდს წინ 7 ფინალი ელოდება, მაინც ჩემპიონობისთვის ბრძოლაში ფავორიტად მადრიდული გუნდი რჩება, რადგან მხოლდო საკუთარ თავზე არიან დამოკიდებულნი.

"რეალის" 7 ფინალი


"რეალს" წინ ძალიან მძიმე კალენდარი ელის. დარჩენილი 7 ფინალიდან პირველი შეხვედრა რთულია, "რეალი" მადრიდულ დერბში სტუმრად "ატლეტიკოს" დაუპირისპირდება, ამის შემდეგ "რეალს" ადვილი მეტოქე "ხიხონის" სახით ელის "სანტიაგო ბერნაბეუზე", შემდეგ ტურში უკვე "ელ კლასიკო" შედგება, რომლის შემდეგ 4 ტური იქნება დარჩენილი , 29 აპრილს "რეალი" უკვე საკუთარ მოედანზე უმასპინძლებს "სევილიას" , 2 მაისს "რეალი" სტუმრად დაუპირისპირდება "ატლეტიკს" , ამ ტურის შემდეგ თუ "რეალი" პირველ ადგილზე იყო, ჩემპიონობისთვის "ბარსელონა" ვეღარ შეეცილება, რადგან "რეალს' 6 ქულის აღება "გრანადასთან" და "მალიორკასთან" არ უნდა გაუჭირდეს.

"ბარსელონას" 7 ფინალი


როგორც აღვნიშნე "ბარსელონა" საკუთარ თავზე არ არის დამოკიდებული, "ელ კლასიკოში" მოგების გარდა მოქმედ ჩემპიონს უნდა, რომ კიდევ ერთ შეხვედრაში დაკარგოს ქულები "რეალმა". "ბარსელონა" მომდევნო ტურში "ხეტაფეს" დაუპირისპირდება, შემდეგ სტუმრად "ლევანტეს" და "ელ კლასიკოს" შეხვედრის დროც დადგება, ამის შემდეგ "ბარსელონა" დაუპირისპირდება: "რაიო ვალეკანოს" , "მალაგას" , "ესპანიოლს" და "ბეტისს".












კომენტარის დამატება
  • STEVEN

  • 9 აპრილი 2012 20:44
  • Группа: წევრი
  • Регистрация: 7.09.2011
  • Статус: Пользователь offline
  • 53 комментария
  • 141 публикация
^
საღოლ გოგა,კაი სტატიაა :)
[b]
  • admin

  • 9 აპრილი 2012 20:41
  • Группа: system operator
  • Регистрация: 12.09.2010
  • Статус: Пользователь offline
  • 1454 комментария
  • 589 публикаций
^