კასილასი გუნდს ბოლომდე ბრძოლისაკენ მოუწედებს

უცხოური ფეხბურთი 09-აპრ, 20:429 STEVEN 945 1





მადრიდის "რეალის" და ესპანეთის ნაკრების ძირითადი მეკარე იკერ კასილასი "ვალენსიასთან" ლა ლიგის 32-ე ტურის მატჩში ფრედ (0:0) დასრულებული შეხვედრის შემდეგ,არ მალავს უკმაყოფილებას,ამასთან მოუწოდებს თანაგუნდელებს და კლუბის გულშემატკივრებს,რომ არ ღირს ამ თამაშის შედეგის მიზეზებზე ჩაღრმავება და მომავალ დაპირისპირებაზე აკეთებს აქცენტს.

"ჩვენ უამრავი საგოლე მომენტი გვქონდა,რაც პირველ რიგში,იმაზე მიუთითებს,რომ სწორ გზაზე ვდგავართ,სხვა საქმეა რეალიზაცია,ვალენსიას უბრალოდ გაუმართლა,ამასთან გარჯას ვერ დავუმალავ კოლეგა ვისენტეს,რომელმაც დიდებული მატჩი ჩაატარა.შედეგი წარუმატებელია ჩვენთვის,მაგრამ ვგონებ,მაყურებელმა სიამოვნება მიიღო თამაშის ხილვისგან.დღეს მთავარია გუნდის განწყობა,მართალია,რეალის უპირატესობა მხოლოდ 4 ქულაა,მაგრამ ეხლა ცრემლების ღვრის დრო არაა,საკმარისი რესურსი და დრო გვაქვს,რომ ჩვენი გასაკეთებელი საქმე,ჩვენვე დავამთავროთ და სხვისი შემყურე არ ვიყოთ.ამჟამად წინ "ატლეტიკოსთან" შეხვედრაა და გამარჯვება გვჭირდება,დერბი ყოველთვის რთულია,მითუმეტეს მეტოქემ წინა ტურში "ლევანტესგან"მარცხი განიცადა და წარმატებას მოწყურებულია.რაც შეეხება მსაჯობას,მის განსჯას არ დავიწყებ,მე შემდეგ შეხვედრაზე ვფიქრობ."-განაცხადა კასილასმა კლუბის ოფიციალურ ვებ-გვერდისთვის მიცემულ ინტერვიუში."



მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:











მსგავსი სიახლეები
კომენტარები 1

STEVEN 09-აპრ, 21:34

ნამდვილი კაპიტანიიი!
კომენტარის დატოვება






რეკლამა

კონტაქტი

ელ-ფოსტა: admin@esport.ge

ნავიგაცია

სტატისტიკა

2010-2018