უცხოური ფეხბურთი
გვარდიოლა:"ფინალზე საუბარი ნაადრევია"

კატალონიური "ბარსელონას" მთავარი მწვრთნელი ხოსეპ გვარდიოლა ცუდ ტონად მიიჩნევს საუბრებს იმის შესახებ,თითქოს მისი გუნდი უკვე ფინალშია და ლონდონელთა ფაქტორი დიდ დაბრკოლებას არ წარმოადგენს "ბლაუგრანასთვის".
ცნობისათვის,მადრიდის "რეალის" დამრიგებელმა ჟოზე მოურინიომ ამას წინათ განაცხადა"რომ ლიგაზე დარჩენილ შეხვედრებში მხოლოდ ისღა დარჩა გასარკვევი ,თუ ვინ იქნება კატალონიელთა მეტოქე ფინალში"

არასწორია იმისი მტკიცება,რომ ჩელსი უკვე დამარცხებულია.ჩვენს კლუბში ყოველთვის პატივს სცემდნენ ნებისმიერ მეტოქეს,მიუხედავად სიძლიერისა და ამასთან ზრდილობა მუდამ ამოსავალი წერტილია თითოეული ჩვენთაგანისთვის.ჩემს ფეხბურთელებს გადავეცი,რომ ხუმრობებს და ირონიას ნაკლები დრო დაუთმონ და უფრო მეტად ირბინონ და ივარჯიშონ"
-განაცხადა გვარდიოლამ.












კომენტარის დამატება