Image

“მარსელის” ფანები წარუმატებელი სერიის გაგრძელებას ითხოვენ

უცხოური ფეხბურთი 10-აპრ, 18:459 STEVEN 1296


















ფრანგულ საფეხბურთო კლუბ “მარსელის” ფანები, საყვარელ გუნდს საკმაოდ უჩვეულო მოთხოვნას უყენებენ. ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალიდან გამოვარდნილმა “მარსელმა” საფრანგეთის ჩემპიონატში უკანასკნელი 11 მატჩიდან ათი წააგო. გულშემატკივრები ითხოვენ, რომ გუნდმა მე-11 თამაშიც წააგოს და ეს წარუმატებელი სერია კიდევ გაგრძელდეს. საქმე ისაა, რომ ამით “მარსელი” თავის მოსისხლე მტერ პსჟ-ს გაურთულებს ცხოვრებას. საფრანგეთის ჩემპიონატის მომდევნო ტურში “მარსელი” “მონპელიეს” ეთამაშება. ეს გუნდი კი პსჟ-სთან ერთად საფრანგეთის ჩემპიონატის ლიდერია.

“მონპელიეს” და პარიზულ გრანდს 63-63 ქულა აქვთ დაგროვილი. თუ მომდევნო ტურში “მონპელიე” “მარსელის” დამარცხებას შეძლებს პირველ ადგილზე დამკვიდრდება, ვინაიდან პსჟ-თან შედარებით უკეთესი ბურთების შეფარდებაც აქვს.

თავად “მარსელმა” კი ჩემპიონობის შანსი უკვე დაკარგა და ახლა ზღვისპირული გუნდის ფანებისთვის მთავარია, ჩემპიონის ტიტული პსჟ-მ არ მოიპოვოს.


მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:










მოიწონეთ სტატია


კომენტარები
გაუზიარეთ მეგობრებს
მსგავსი სიახლეები
Sportnews 11 აპრილი 2012 14:39
კაი იდეააა wink
--------------------
გუნდი:რეალი;შალკე ; ლეიკერსი
მოთამაშე: რაული , რონალდუ , ბრაიანტი
Alex_Song 10 აპრილი 2012 21:40
რა შ...გ აქვთ:) მარა ისე სწორიაა:)
Richie 10 აპრილი 2012 20:47
ვაი თქვენს პატრონს :D
zuka123 10 აპრილი 2012 18:49
საღოლ ამათ :D
შემოგვიერთდით
რეკლამა
არქივი
მარტი 2019 (333)
თებერვალი 2019 (548)
იანვარი 2019 (672)
დეკემბერი 2018 (539)
ნოემბერი 2018 (413)
ოქტომბერი 2018 (437)
რეკლამა