უცხოური ფეხბურთი
"დორტმუნდი" vs "ბაიერნი" (პრევიუ)

"დორტმუნდი" vs "ბაიერნი"


ჩემპიონატი: ბუნდესლიგა
თარიღი: 11 აპრილი, 22:00 სთ
სტადიონი: "სიგნალ იდუნა პარკი"
მთავარი არბიტრი: კ.კირჩერი


დღეს თბილისის დროით 22:00 საათზე,გაიმართება ბუნდესლიგის 30 ტურის ცენტრალური შეხვედრა,სადაც ერთმანეთს დორტმუნდის ბორუსია და მიუნხენის "ბაიერნი" დაუპირისპირდებიან,მატჩი უდიდეს ინტერესს იწვევს რადგან,მოგეხსენებათ დორტმუნდი ბუნდესლიგაში პირველ ადგილს იკავებს,ხოლო ბაიერნი პირველადგილოსნებს 3 ქულით ჩამორჩება,ბაიერნი გამარჯვების შემთხვევაში პირველ ადგილზე გადაინაცვლებს,რაც შეეხება დორტმუნდს მათთვის ერთი შეხედვით ფრე თითქოს სახარბიელო შედეგი უნდა იყოს მაგრამ,გუნდის ხელმძღვანელობა და ფეხბურთელები სულ სხვანაირად ფიქრობენ,მათ არაერთი კომენტარი გააკეთეს ამ მატჩის შესახებ,და როგორც აღნიშნეს მოედანზე მხოლოდ და მხოლოდ სამი ქულისათვის გამოვლენ.ბაიერნი კი ყველას კარგად მოეხსენება რომ მოედანზე მხოლოდ და მხოლოდ მოსაგებად გამოდის,მაგრამ ერთის თქმა შეგვიძლია რომ დორტმუდს უფრო დიდი შანსი აქვს ვიდრე ბაიერნს რადგან,სამშაბათს "რეკორდმაისტერები" ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალურ მატჩს გამართავენ "მადრიდის რეალთან" სადაც ჰაინკესის შეგირდებს დავდაუზოგავი ბრძოლა მოუწევთ,ასე რომ ჰაინკესი დამშვიდებული ნამდვილად არაა მას ორ ფრონტზე უწევს ბრძოლა,მაგრამ როგორც იგი აცხადებს ჯერ გადასალახი დორტმუნდია და ახლა მისი ფეხბურთელები მხოლოდ და მხოლოდ ამ მატჩზე ფიქრობენ.
საერთო ჯამში თამამად შეგვიძლია ვთქვათ რომ დღეს ნადმვილად საინტერესო მატჩის მომსწრენი გავხდებით.




ფაქტები



1)დორტმუნდსა და ბაიერნს შორის გამართული ბოლო სამი მატჩიდან,სამივე დორტმუნდმა მოიგო
2)დორტმუნდი ბუნდესლიგაში ბოლო 23 მატჩის განმავლობაში არ დამარცხებულა
3)მიუნხენის ბაიერნმა ბოლო 9 მატჩიდან ყველას მოგება შეძლო
4)ბუნდესლიგის ისტორიაში მხოლოფ ფა მხოლოდ ვერდერმა შეძლო ბავარიის ზედიზედ 4-ჯერ დამარცხება,შესაძლოა რომ ეს რეკორდი დღეს დორტმუნდმაც გაიმეოროს.


შემადგენლობები:



"დორტმუნდი" vs "ბაიერნი" (პრევიუ)

ვეიდენფელერი, პიშჩეკი, სუბოტიჩი, ჰუმელსი, შმელცერი, გიუნდოგანი, კელი, ბლაჟიკოვსკი, კაგავა, გროსკროიცი, ლევანდოვსკი

"დორტმუნდი" vs "ბაიერნი" (პრევიუ)

ნოიერი, ლამი, ბოატენგი, ბადშტუბერი, ალაბა, ლუის გუსტავო, კროოსი, რობენი, ტ. მიულერი, რიბერი, გომესი

გთავაზობთ დორტმუნდის მიერ ჩატარებულ ბოლო 5 შეხვედრას:

"დორტმუნდი" vs "ბაიერნი" (პრევიუ)

ვოლსბურგი 1:3 დორტმუნდი
დორტმუნდი 4:4 შტუდგარტი
კიოლნი 0:1 დორტმუნდი
გრატერი 0:1 დორტმუნდი
დორტმუნდი 1:0 ვერდერი


გთავაზობთ ბაიერნის მიერ ჩატარებულ ბოლო 5 შეხვედრას:

"დორტმუნდი" vs "ბაიერნი" (პრევიუ)

ბაიერნი 2:1 აუსბურგი
ბაიერნი 2:0 მარსელი
ნიურბერგი 0:1 ბაიერნი
მარსელი 0:2 ბაიერნი
ბაიერნი 2:1 ჰანოვერი



ბოლო 5 ურთიერთშეხვედრა

ბაიერნი 0:1 დორტმუნდი
ბაიერნი 1:3 დორტმუნდი
დორტმუნდი 2:0 ბაიერნი
ბაიერნი 3:1 დორტმუნდი
დორტმუნდი 1:5 ბაიერნი












კომენტარის დამატება
  • Группа: system operator
  • Регистрация: 12.09.2010
  • Статус: Пользователь Онлайн
  • 2783 комментария
  • 5456 публикаций
^
საღოლ სერიოზული სტატიაა , ფრე მგონია ეს თამაში

--------------------