უცხოური ფეხბურთი
მადრიდელები: რონალდუ საუკეთესოა

მადრიდის "რეალმა" ლა ლიგის მორიგ ტურში სტუმრად "ატლეტიკოსთან" ძალიან მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა , თამამად შეიძლება ითქვას, რომ შეხვედრის ბედი კრიშტიანუ რონალდუმ გადაწყვიტა.

რომ არა პორტუგალიელის ასეთი ბწრყინვალე შეხვედრა დიდი შესაძლებლობა იყო, რომ "რეალს" კიდევ ერთხელ დაეკარგა ქულები, რონალდუმ შეხვედრაში ჰეთ-რიკი შეასრულა და კალეხონ საგოლე გადაცემა გაუკეთა, კრიშტიანუმ ორი ბრწყინვალე გოლი გაიტანა და ერთი თერთმეტმეტრიანი დარტყმით.

შეხვედრის შემდეგ მადრიდის "რეალის" ფეხბურთელები აღფრთოვანებულნი იყვნენ პორტუგალიელის თამაშით, ასევე რონალდუ შეაქო მადრიდის "ატლეტიკოს" ლიდერმა ფალკაომ.

"გუნდი ბრწყინვალედ გრძნობს თავს, ჩვენზე დიდი ზეწოლაა, მაგრამ არასდროს არავის ვუსმენთ, ჩვენ მხოლოდ ჟოზეს დარიგებების მოსმენა გვევალება. კრიშტიანო რონალდო მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელია, იგი უბრალოდ აღაფრთოვანებს მაყურებელს"-განაცხადა კალეხონმა.

"კრიშტიანო საუკეთესოთა შორის საუკეთესოა, რადგან მას სამეფო კლუბისთვის უდიდესი სარგებელი მოაქვს, პორტუგალიელი შემტევმა ბრწყინვალე შთაბეჭდილება დატოვა."-განაცხადა სერხიო რამოსმა.

"მატჩის ბედი კრიშტიანო რონალდომ გადაწყტვიტა. მან ბრწყინვალედ ითამაშა , ასი პროცენტით დავიხარჯეთ, მაგრამ "რეალი" უბრალოდ ჩვენზე ძლიერი იყო"-განაცხადა ფალკაომ.












კომენტარის დამატება
  • Richie

  • 12 აპრილი 2012 17:45
  • Группа: წევრი
  • Регистрация: 25.02.2011
  • Статус: Пользователь offline
  • 872 комментария
  • 502 публикации
^
ყოჩაღ ნამდვილად ყოჩაღ, დარტყმაში კრისტიანოს ვერცერთი სულიერი ვერ შეედრება ნამდვილად!
  • Группа: system operator
  • Регистрация: 12.09.2010
  • Статус: Пользователь offline
  • 2783 комментария
  • 5459 публикаций
^
გუშინ რონალდუ მაგარი იყო, უძლიერესი დარტყმა აქვს, როგორ ყვინთავს ბურთი, მაგარია ძაან

--------------------