დელ პიეროს მომავალი გაურვეველია!

უცხოური ფეხბურთი 14-აპრ, 12:349 STEVEN 1001 1





ტურინის "იუვენტუსის" გენერალური დირექტორის ბეპე მაროტას განცხადებით,კლუბი მზადაა კონტრაქტი, გაუმჯობესებული პირობებით, გაუხანგრძლივოს გუნდის მთავარ მწვრთნელს ანტონიო კონტეს,იმავდროულად ნათელი მოჰფინა დღეს გავრცელებულ ინფორმაციას ალესანდრო დელ პიეროს გარშემო,შეგახსენებთ,რომ მასმედიაში გამოჩნდა ცნობა,რომ ვეტერან ფეხბურთელს შესაძლოა ახალი ხელშეკრულება გაუფორმოს ტურინულმა კლუბმა.
" კონტესთან დაკავშირებით თითქმის ყველაფერი გადაწყვეტილია და იგი უახლოეს მომავალში ახალ კონტრაქტს მოაწერს ხელს.ანტონიოს მშვენიერი ურთიერთობა აქვს პრეზიდენტ ანდრეა ანიელისთან და კლუბის ინტერესებს დიდ პატივს სცემს.ის ჩენი პროექტის გარანტს წარმოადგენს.რაც შეეხება დელ პიეროს,ამ ეტაპზე ჩვენ არ შეგვიძლია მომავალზე გავაკეთოთ კონცენტრირება,რადგან აწმყოზე ვართ ფოკუსირებულნი,გვინდა, რომ ოცნებები რეალობად ვაქციოთ,"-ხაზგასმით აღნიშნა მაროტამ.

შეგახსენებთ,რომ ბოლო ტურის შეხვედრაში, დელ პიერომ გადამწყვეტი ბურთი გაიტანა "ლაციოს" კარში და მშობლიურ გუნდს მეტად საჭირო გამარჯვება მოუტანა,რის შედეგად "იუვენტუსმა" მილანს გადაასწრო და იტალიის ჩემპიონატის ცხრილის სათავეში მოექცა.



მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:











მსგავსი სიახლეები
კომენტარები 1

Richie 14-აპრ, 18:14

ნეტა იუვეში დარჩეს რა კარგი იქნება, კარიერა მინდა რო დაამთავროს იუვენტუსში მაგარი იქნებოდა
კომენტარის დატოვება






რეკლამა

კონტაქტი

ელ-ფოსტა: admin@esport.ge

ნავიგაცია

სტატისტიკა

2010-2018