უცხოური ფეხბურთი
ელ კლასიკოს წინ, რონალდუ ფრთხილად უნდა იყოს

გთავაზობთ სტატიას ესპანეთის ჩემპიონატის 33 ტურის წინა მიმოხილვას, რომელიც ყოველდღიურ სპორტულ გაზეთ "ლელოში" დაიწერა.

14 აპრილს მორიგი ტური იწყება, გრანდებს ჩემპიონთა ლიგის პირველი ნახევარფინალური მატჩების წინ შედარებით იოლი მეტოქეები ეყოლებათ.

"რეალი" "სანტიაგო ბერნაბეუზე" "სპორტინგს" მასპინძლობს, ხოლო "ბარსელონა" ვალენსიაში ჩადის "ლევანტესთან" საბრძოლველად.

ჟოზე მოურინიოს კომენტარი არც დერბის შემდეგ გაუკეთებია მედიისთვის და არც "სპორტინგთან" მატჩის წინ გამოჩენილა - ჟურნალისტთა კითხვებს ისევ აიტორ კარანკა პასუხობდა. აღმოჩნდა, რომ ჟოზეს სეზონის ბოლომდე მედიასთან ოფიციალურ ურთიერთობაზე უარი უთქვამს.

ეს არ ეხება ჩემპიონთა ლიგის მატჩებს, რადგან ამ შემთხვევაში პორტუგალიელი თავკაცი სანქციებს ვერ გაექცეოდა. თუმცა უკვე შესაძლოა, რომ ის ესპანეთშიც დასაჯონ.

სასტარტო შემადგენლობაში შეიძლება ვერ ვიხილოთ კრიშტიანო რონალდო, რომელსაც თავისივე რეკორდის (რომელიც წინა ტურში გაიმეორა) დამხობა სურს. რეკორდი რეკორდად და დიდია საფრთხე, რომ მან "ელ კლასიკო" გამოტოვოს. რონალდოს ამ სეზონში 4 გაფრთხილება აქვს, ლა ლიგაში კი ყოველ 5 გართხილებაზე დისკვალიფიკაციაა.

სწორედ ამის გამო ვერ ითამაშებს 14 აპრილს ჩაბი ალონსო, ბასკმა სეზონში მე-10 გაფრთხილება მიიღო.

ერთი ვარიანტია, ჟოზემ დაასვენოს კრიშტიანო და ფონს მის გარეშე გავიდეს, მეორე - თავად რონალდო იყოს მინდორზე ფრთხილად.

ბასკის არყოფნაში ლა ლიგაში პირველი სტარტის შანსი თურქ ნური შაჰინს აქვს. რიკარდო კარვალიო ტრავმირებულია. მართალია, მარსელომ ვარჯიში განაახლა, მაგრამ მის ფლანგზე შეიძლება ისევ ფაბიო კოენტრაო ვიხილოთ.

ხავიერ კლემენტეს არ ეყოლება გრეგორი, სებასტიან ეგურენი და კარმელო. ოთხშაბათის მატჩებში მიკროტრავმები მიიღეს ორფილამ, კანელიამ და ტრეხომ, მაგრამ სამივეს ვიხილავთ "სანტიაგო ბერნაბეუზე".

ფაქტები
* 17 ტურია, რაც "რეალი" არ დამარცხებულა.
* "ლოს მერენგესს" 4 გოლი სჭირდება, რათა დაამხოს თავისივე რეკორდი სეზონში გოლების რიცხვით (107 გოლი 1989/90 წლების სეზონში). არ გაგვიკვირდება, თუ ამას "სპორტინგთან" მატჩშივე მიაღწევს "რეალი".
* კრიშტიანო რონალდოს მორიგი გოლი სარეკორდო იქნება. ახლა მის ანგარიშზე 40 გოლია.
* "სპორტინგმა" ბოლო 15-დან 3 ტურში იმარჯვა.
* შარშან მიგელ დე ლას კუევასის გოლმა ხიხონელებს "სანტიაგო ბერნაბეუზე" 1:0 მოაგებინა.

სავარაუდო შემადგენლობები
რეალი: კასილიასი - არბელოა, პეპე, სერხიო რამოსი, ფ. კოენტრაო - ხედირა, შაჰინი - იგუაინი, იოზილი, კალეხონი - ბენზემა.
სპორტინგი: ხუან პაბლო - ორფილა, ბოტია, ერნანდესი, კანელია - ლორა, ნაჩო კასესი - ტრეხო, კოლუნგა, დე ლას კუევასი - ბარალი.

* * *
"ბარსა" ვალენსიაში შეეცდება ზედიზედ მე-11 მატჩი მოიგოს ლა ლიგაში. ჩემპიონს სხვა გზა არა აქვს, წაფორხილების შემთხვევაში ტიტულის შენარჩუნების შანსი ძალიან შეუმცირდება.

ვეტერანულ "ლევანტეს" რამდენიმე ფეხბურთელის თამაში საეჭვოა (კონე, ვენტა, ფარინოსი), თუმცა გადაწყვეტილი, მხოლოდ ასიერ დელ ორნოს დანაკლისია. ნახევარმცველმა ხუანლუმ, შესაძლოა, დიდი შესვენების შემდეგ პირველად ითამაშოს. მან დეკემბერში მოიტეხა ფეხი.

ვალენსიაში გუნდთან ერთად მიემგზავრება იბრაჰიმ აფელაი. ჟერარდ პიკეს თამაში საეჭვოა.

ფაქტები
* "სიუტატ დე ვალენსიაზე" "ბარსამ" ბოლო 4 მატჩიდან 3 მოიგო.
* "ლევანტეს" ერთ-ერთი ლიდერი ხავი ტორესი "ბარსას" აღზრდილია. მას გვარდიოლას თავკაცობით ერთი-ორჯერ პირველ გუნდშიც უთამაშია (2009 წ.).
* თუ მოიგებს, პეპი ფრანკ რაიკაარდს გადაუსწრებს მოგებების რიცხვით. ახლა თანაბრად არიან (112 მოგება).
* ანდრეს ინიესტა "ბარსელონას" მაისურით მე-400-ედ ითამაშებს.

სავარაუდო შემადგენლობები
ლევანტე: მუნუა - ლოპესი, ბალესტეროსი, კაბრალი, ხუანფრანი - ტორესი, იბორა - ვალდო, ბარკერო, ბოტელიო - კონე.
ბარსელონა: ვალდესი - დანი ალვეში, მასკერანო, პუიოლი, ადრიანო - ჩავი, ბუსკეტსი, ინიესტა - ფაბრეგასი, მესი, სანჩესი.

ესპანეთი. ლა ლიგა. XXXIII ტური
14 აპრილი
რეალი-სპორტინგი 22:00
დისკვალიფიკაცია: ჩაბი ალონსო (რეალი)
ტრავმა: მენდი, ეგურენი, გრეგორი (სპორტ)

ლევანტე-ბარსელონა 00:00
ტრავმა: დელ ორნო - პიკე, ფონტასი, აბიდალი, ალვეში, აფელაი

15 აპრილი
ესპანიოლი-ვალენსია 14:00
დისკვალიფიკაცია: ფორლინი, კოუტინიო
ტრავმა: ალბინი, ფონტე, მატიონი - ბანეგა, მიგელი, სოლდადო, რუისი

ბეტისი-ოსასუნა 18:00
ტრავმა: უსტარიცი, მარიო, ნელსონი - სოლა, გონსალესი, ბალდე, სერხიო, ნეკუნამი, მასუდი

მალაგა-სოსიედადი 18:00
დისკვალიფიკაცია: კამენი (მალ)
ტრავმა: ტულალანი, კაბალიერო, ბაპტიშტა, ხოაკინი - მარტინესი, დემიდოვი, ბერგარა

ვილიარეალი-რასინგი 18:00
ტრავმა: როსი, კატალა - ტონიო, აკოსტა, მარიო (?)

სარაგოსა-გრანადა 18:00
დისკვალიფიკაცია: ხაიმე რომერო (გრან)
ტრავმა: რობერტო, იებდა, ფ. რიკო, დიახატე (გრან)

ბილბაო-მალიორკა 20:00
ტრავმა: გურპეგი, ლოპესი, ოსიო, პერესი, მარტინესი, კასტილიო

ვალეკანო-ატლეტიკო 23:30
ტრავმა: ფუეგო, მიჩელი, არმენტეროსი, პერეირა - ლოპესი, სილვიო

16 აპრილი
ხეტაფე-სევილია 23:00
ტრავმა: უსტარი, პედრო ლეონი, ლოპესი, ლოპო, მიჩელი - კამპანია (?), რეიესი, კანუტე, პეროტი

სატურნირო ცხრილი
ა გ თ მ ფ წ ბ ქ
1. რეალი 32 26 4 2 104-28 82
2. ბარსელონა 32 24 6 2 94-23 78
3. ვალენსია 32 14 10 8 50-38 52
4. მალაგა 32 15 5 12 48-45 50
5. ლევანტე 32 14 6 12 46-44 48
6. ოსასუნა 32 11 13 8 37-52 46
7. სევილია 32 12 9 11 39-33 45
8. ბილბაო 32 10 12 10 47-44 42
9. ატლეტიკო 32 11 9 12 43-41 42
10. ესპანიოლი 32 11 9 12 39-43 42
11. ხეტაფე 32 11 9 12 33-43 42
12. მალიორკა 32 10 10 12 35-40 40
13. ვალეკანო 32 12 4 16 49-57 40
14. ბეტისი 32 11 6 15 39-45 39
15. სოსიედადი 32 10 8 14 39-48 38
16. გრანადა 32 10 6 16 30-48 36
17. ვილიარეალი 32 8 11 13 33-46 35
18. სპორტინგი 32 7 7 18 32-60 28
19. სარაგოსა 32 7 7 18 28-59 28
20. რასინგი 32 4 13 15 23-51 25

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"












კომენტარის დამატება
  • Richie

  • 14 აპრილი 2012 18:12
  • Группа: წევრი
  • Регистрация: 25.02.2011
  • Статус: Пользователь offline
  • 872 комментария
  • 502 публикации
^
რაულიტო,
შენი არაა მაგრამ ამდენ წვალებას დაფასება უნდა smile
  • STEVEN

  • 14 აპრილი 2012 15:58
  • Группа: წევრი
  • Регистрация: 7.09.2011
  • Статус: Пользователь offline
  • 53 комментария
  • 141 публикация
^
რაულიტო,
ხოო რო წავიკითხე მივხვდი :D:D . ლელოდანაა :)
  • Группа: system operator
  • Регистрация: 12.09.2010
  • Статус: Пользователь offline
  • 2783 комментария
  • 5444 публикации
^
STEVEN,
არაა ეს ჩემი სტატიაა wink

--------------------
  • STEVEN

  • 14 აპრილი 2012 13:37
  • Группа: წევრი
  • Регистрация: 7.09.2011
  • Статус: Пользователь offline
  • 53 комментария
  • 141 публикация
^
საღოლ გოგა,კაი სტატიაა,მიყვარს ვცელი ბლოგები