ლივერპულელები ქეროლს აქებენ

უცხოური ფეხბურთი 15-აპრ, 13:229 Sportnews 1170 1





გუშინ ინგლისის თასის ნახევარ ფინალში "ლივერპულმა" თანაქალაქელი "ევერტონი" დაამარცხა და ფინალში გავიდნენ, შეხვედრაში "წითლების" მხრიდან გამარჯვების გოლი ენდი ქეროლმა გაიტანა, მისმა თანაგუნდელებმა მატჩის შემდეგ ის შეაქეს.

პირდაპირ, რომ ვთქვათ ენდი ქეროლმა, რომელშიც "ლივერპულმა" 35 მილიონი ევრო გადაიხადა სეზონი ჩააგდო, აქტიურად მიდის საუბრები, რომ სეზონის ბოლოს ის გუნდს დატოვებს, მაგრამ შეიძლება გუშინდელმა გოლმა ეს ყველაფერი გადაფაროს, მართლაც გადაფარავს თუ არა ყველაფერს არ ვიცი , მაგრამ ვიმედოვნოთ, რომ ეს ქეროლის კარიერაში რაღაც ახალი კარგის დასაწყისია.

"ის უამრავჯერ გააკრიტიკეს, მთელი სეზონი თითქმის აკრიტიკებდნენ , მაგრამ მისმა გატანილმა გოლმა უდიდესი სიხარული მოგვანიჭა, ის ბრწყინვალე ბიჭია"-განაცხადა ჯერარდმა.

"გავბედავ და ვიტყვი თამამად , მისი გატანილი გოლი "ევერტონის" კარში ღირს 35 მილიონი ევრო, ის შევიდა ისტორიაში თავისი გოლი"-განაცხადა კარაგერმა.

"ის ფორმაში შედის, მისმა დარტყმამ უდიდესი სიხარული მოგვანიჭა, ის არის შესანიშნავი ბიჭი, ის ბევრს მუშაობს და მიზანს მიახწევს"-განაცხადა ლივერპულის მეკარემ ბრედ ჯონსიმ.



მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:











მსგავსი სიახლეები
კომენტარები 1

Richie 15-აპრ, 19:07

საღოლ ქეროლ მაგრად მომწონს, FIFA ში ჩელსიში მყავს გადაყვანილი და მაგარ გოლებს იტანს wink
კომენტარის დატოვება






რეკლამა

კონტაქტი

ელ-ფოსტა: admin@esport.ge

ნავიგაცია

სტატისტიკა

2010-2018