"ბაიერნი"vs"რეალი" (პრევიუ)

უცხოური ფეხბურთი 17-აპრ, 19:229 STEVEN 3173 5





ბაიერნი - რეალი
ჩემპიონთა ლიგა ნახევარფინალი
თარიღი: 17 აპრილი, 23:45 სთ
ქვეყანა: გერმანია
სტადიონი:"ალიანს არენა"
მსაჯი: ჰოვარდ ვეები


სავარაუდო შემადგენლობები


"ბაიერნი"vs"რეალი" (პრევიუ)

ნოიერი,ლამი,ბოატენგი,ბაჩტუბერი,ალაბა,გუსტავო,კროოსი,რობენი,მიულერი,რიბერი,გომესი


"ბაიერნი"vs"რეალი" (პრევიუ)

კასილასი,არბელოა,პეპე,რამოსი,მარსელო,ხედირა,ალონსო,დი მარია,ოზილი,რონალდო,ბენზემა



დღეს 22:45 წუთზე,თბილისის დროით,მიუნჰენის "ალიანს არენაზე" ერთმანეთის წინაშე,ევროპული ფეხბურთის ორი გრანდი,ჩემპიონთა ლიგის ისტორიის ორი უძლერესი გუნდი,მიუნჰენის "ბაიერნი" და მადრიდის "რეალი" წარსდგებიან.
ამ ეტაპამდე გუნდებმა თითქმის უპრობლემოდ მოაღწიეს,მადრიდელებმა მეოთხედფინალში,ტურნირის აღმოჩენა,კვიპროსული "აპოელის" წინააღმდეგობა საკმაოდ იოლად დასძლიეს და ორი მატჩის ჯამში მეტოქე 8:2 დაამარცხეს,რაც შეეხება მიუნჰენელებს,მათ ფრანგულ მარსელთან მოუწიათ ნახევარფინალის საგზურითვის ჭიდილი,თუმცა დიდე დეშამის გუნდმა, ვერაფერი მოუხერხა საათივით აწყობილ გერმანულ მანქანას, მარსელში და მიუნჰენში ერთნაირი ანგარიშით, 2:0 დათმეს შეხვედრები.
საკუთარ ჩემპიონატებში შედეგებს რაც შეეხება,"რეალმა" მხოლოდ ესპანეთის თასზე დაასრულა ბრძოლა,ხოლო პირიმერადივიზიონს დამაჯერებლად ლიდერობს და უახლოეს მდევარ "ბარსელონას" 4 ქულით უსწრებს."ბაიერნმა" კი ბოლო ტურში,"საკუთარ მოედანზე "მაინცთან" ნათამაშები უგოლო ფრით,პრქტიკულად გადაულოცა ჩემპიონობა დორტმუნდის "ბორუსიას" და გუნდის მთავრი მწვრთნელის,იუპ ჰაინკესის განცხადებით,მთელი ყურადღება ევროპის მთავარ ტურნირზე გადაიტანა.გერმანელთა მოტივაციას აძლიერებს ის გარემოებაც,რომ ლიგის ფინალი, მათ მშობლიურ "ალიანს არენაზე" იმართება და საკუთარ კედლებში სანატრელი თასის აწევა,ბუნდესლიგაში ჩაგდებული სეზონის დიდებული რეაბილიტაცია იქნება გულშემტკივართა წინაშე.
მატჩისწინა განცხადებებში მადრიდელთა თავკაცი,ჟოზე მოურინიო საქებარ სიტყვებს არ იშურებს მეტოქე გუნდის მისამართით,თუმცა აღნიშნავს,რომ მისთვის მთავარი ამოცანა ჩემპიონთა ლიგის მოგებაა და ყველაფერს გაიღებს,რომ მესამეჯერ მოიპოვოს თასი სხვადასხვა გუნდის სათავეში ყოფნისას,-" ჩვენ დასაკარგი არაფერი გვაქვს,გუნდი მშვენიერ ფორმაშია და წარმატებით ართმევს თავს, ორივე ფრონტზე ბრძოლას,ლიგაზე ნახევარფინალში ვართ და პირმერასაც დამაჯერებლად ვლიდერობთ.რაც შეეხება ჩვენს მეტოქეს,ბაიერნი სერიოზული ორგანიზაციაა.მას აქვს ყველაფერი,იმისთვის რომ ერქვას გრანდი და გავიდეს ფინალში.მათ ბევრი,ინდივიდუალურად ძლიერი მოთამაშეები ჰყავთ,თუმცა გუნდში აქცენტი ყოველთვის კოლექტიურ თამაშზე კეთდებოდა.ჰყავთ აგრეთვე ძალიან ძლიერი და ჭკვიანი სპეციალისტი,იუპ ჰაინკესი,რომელმაც იცის,თუ როგორ განაწყოს ფეხბურთელები კონკრეტული მატჩისთვის.არ ვფიქრობ,რომ რეალი ფავორიტის სტატუსით სარგებლობს მოცემულ წყვილში,რადგან ისეთი სპეციალისტების აზრი,როგორებიც ბეკენბაუერი და ოტმარ ჰიტცფელდი არიან,ჩემთვის უფრო მნიშვნელოვანია.ისინი თვლიან,რომ ბაიერნი-რეალის დაპირისპირების ისტორიაში, უპირატესობა გერმანელთა მხარესაა და ამიტომ მასპინძლები ამაღლებული განწყობით გამოვლენ მოედანზე და შეეცდებიან სასურველი შედეგი მიიღონ..ჩვენ საინტერესო მატჩი გველოდება"-აცხადებს მოურინიო.მისი კოლეგა,იუპ ჰაინკესი კი გუნდების შანსებს 50-50 აფასებს და მადრიდელთა თვალსაჩინო პროგრესზე საუბრობს -" ჩვენ გველის ორი გუნდის შერკინება,რომლებიც საუკეთესო ფორმაში იმყოფებიან.კარგად ვიცი რეალის შესაძლებლობები,კლუბმა, გასულ სეზონთან შედარები უდიდესი პროგრესი განიცადა,რაც უდაოდ მისი მწვრთნელის, ჟოზე მოურინოს დამსახურებაა.ველოდებით,რომ მადრიდელები ძირითად დროს შეტევებში გაატარებენ,განსაკუთრებით განმეორებით შეხვედრაში,სანტიაგო ბერნაობეუზე.კრიშტიანუ რონალდო მარცხნიდან დაიწყებს თამაშს,მაგრამ შემდეგ მისი გადაადგილების პროგნოზირება შეუძლებელი გახდება,აქედან გამომდინარე,მისი განეიტრალება არა მარტო ფილიპ ლამის ამოცანა იქნება.ჩემს ფეხბურთელებს,უდიდესი სურვილი აქვთ,რომ ოცნება აისრულონ და საპატიო თასი საკუთარ არენაზე ასწიონ,ამიტომ ისინი მეტად მოტივირებულნი და მონდომებულნი არიან." -ციტირებს ჰაინკესს უეფას ოფიციალური ვებ-გვერდი.


გუნდების მიერ ჩატარებული ბოლო 5 შეხვედრა

"ბაიერნი"vs"რეალი" (პრევიუ)



მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:











მსგავსი სიახლეები
კომენტარები 5

Richie 17-აპრ, 21:44

ფრე ან რეალის მოგება ალბათ

admin 17-აპრ, 21:40

ფრე მგონია ეს თამაში

Sportnews 17-აპრ, 20:39

STEVEN,
საღოლ კარგი სტატია, რეალი იგებს

Richie 17-აპრ, 19:44

ყოჩაღ ავტორ კარგი სტატიაა, რაც შეეხება თამაშს შანსები 50-50ზეა. ორივე ძალიან მაგარ ფორმაშია და ორივე გუნდს შესწევს გამარჯვების ძალა

STEVEN 17-აპრ, 19:31

კარგი თამაში გველის
კომენტარის დატოვება






რეკლამა

კონტაქტი

ელ-ფოსტა: admin@esport.ge

ნავიგაცია

სტატისტიკა

2010-2018