"ჩელსი" vs "ბარსელონა"(პრევიუ)

უცხოური ფეხბურთი 18-აპრ, 17:299 STEVEN 2542 3






ჩელსი-ბარსელონა


ჩემპიონატი: ჩემპიონთა ლიგის ნახევარ-ფინალი
ქვეყანა: ინგლისი
სტადიონი: "სტემფორდ ბრიჯი"
დასაწყისი: 18 აპრილი,22:45


შემადგენლობები

"ჩელსი" vs "ბარსელონა"(პრევიუ)

ჩეხი, ივანოვიჩი, ტერი, კეჰილი, კოული, მიკელი, ლამპარდი, რამირესი, მატა, კალუ, დროგბა

"ჩელსი" vs "ბარსელონა"(პრევიუ)

ვალდესი, ალვეში, პიკე, მასკერანო, პუიოლი, ხავი, ბუსკეტსი, ინიესტა, სანჩესი, მესი, პედრო.


დღეს ლონდონში,"სტემფორდ ბრიჯზე" გაიმართება ჩემპიონთა ლიგის მეორე ნახევარფინალური წყვილის, "ჩელსის" და"ბარსელონას" პირველი შეხვედრა,სადაც ლონდონელთა მთავარი მწვრთნელი,იტალიელი სპეციალისტი რობერტო დი მატეო, შეეცდება საკუთარ თავს და გულშემატკივრებს დაუმტკიცოს, რომ "ჩელსის" ბოლოდროინდელი წარმატებები შემთხვევითობა არ ყოფილა.ცნობისათვის,გასულ კვირას "არისტოკრატებმა" ინგლისის თასის ფინალში გააღწიეს,დაამარცხეს რა "ტოტენჰემი" გამანადგურებელი ანგარიშით,5:1.რაც შეეხება კატალონიელებთან მატჩს, ეს დაპირისპირება მეტად პრინციპულ ხასიათს ატარებს,2009 წლის ჩემპიონთა ლიგის გათამაშებაში,სწორედ ესპანურმა გუნდმა გამოთიშა "ჩელსი"ნახევარფინალური ეტაპიდან, ყველასათვის ცნობილი,ფრიად სკანდალური,განმეორებითი მატჩის შემდეგ,რომელიც ლონდონში შედგა და ფრედ 1:1 დასრულდა.
როგორც,ლონდონელთა მთავარი მწვრთნელის მოვალეობის დროებითი შემსრულებელი,იტალიელი,რობერტო დი მატეო აცხადებს,მის გუნდს მეტად რთული ორი მატჩის ჩატარება მოუწევს მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო გუნდთან,თუმცა კლუბის მიერ,ბოლო თვენახევარში ნაჩვენები,დამაჯერებელი ფეხბურთის და შედეგების გათვალისწინებით,ფეხბურთელებმა საკუთარ ძალებში რწმენა დაიბრუნეს და ესპანურ გრანდს უშეღავათო ბრძოლას ჰპირდებიან,- "ალბათ,ბარსელონას დიდად არ გაუხარდა ჩვენთან შეხვედრა,ჩვენი წინა დაპირისპირებების შედეგების გამო.სავარაუდოდ,მათ უჭირთ ჩვენი თამაშის სტილთან გამკლავება.ვფიქრობ,რომ ორი ღირსეული მოწინააღმდეგის შერკინებას იხილავს მაყურებელი სტემფორდ ბრიჯზე და მჯერა,ჩვენ კატალონიელებს უამრავ პრობლემას შევუქმნით.მესის შესაჩერებლად,მთელმა გუნდმა ბევრი უნდა იშრომოს მოედანზე,თუმცა,ერთ ფეხბურთელზე ყურადღების გადატანა,დანარჩენ 9-ს ათავისუფლებს,ამიტომ ვეცდებით,მთლიანობაში შევამციროთ ჩვენს კარებთან შექმნილ საფრთხეთა რაოდენობა.ბარსელონას წინააღმდეგ თამაში-ერთ-ერთი ურთულესი გამოცდაა ჩემთვის"-დასძინა დი მატეომ.


კლუბების მიერ ჩატარებული ბოლო 5 შეხვედრა

"ჩელსი" vs "ბარსელონა"(პრევიუ)



მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:









დაწერე კომენტარი

მსგავსი სიახლეები
კომენტარები 3

Sportnews 19-აპრ, 00:55

ჩელსი 1-0 მოუგო , მაგრამ ფავორიტი მაინც ბარსელონაა

Sportnews 18-აპრ, 19:42

ჩელსის ვბალეშიკობ

Richie 18-აპრ, 18:13

ფრე მორჩება ნამდვილად
კომენტარის დატოვება






რეკლამა

კონტაქტი

ელ-ფოსტა: admin@esport.ge

ნავიგაცია

სტატისტიკა

2010-2018