"ევრო ლიგა"-"ყველაფერი ესპანეთში გაირკვევა"

უცხოური ფეხბურთი 20-აპრ, 14:589 STEVEN 1325 2





ევროპის ლიგის პირველ ნახევარფინალურ შეხვედრებში ,რომლებიც ლისაბონსა და მადრიდში გაიმართა, ჩემპიონთა ლიგის მსგავსად, მასპინძლებმა მოიპოვეს გამარჯვებები,თუმცა უმთავრესი ტურნირის მსაგავსად,აქაც ჯერ არაფერია საბოლოოდ გადაწყვეტილი.ლისაბონში,"ჟოზე ალვალადეზე" შეკრებლი მაყურებელი,საკუთარმა გუნდმა, თამაშის ინტერესი მხოლოდ შეხვედრის 75-ე წუთისთვის დაუბრუნა,მანამდე კი... პირველი ტაიმი უმეტესად სა პინტუს შეგირდების უპირატესობით წარიმართა,თუმცა "ბილბაოც" მეტად სახიფათოდ უტევდა,საბოლოოდ გუნდები უგოლო ფრით გავიდნენ შესვენებაზე.მეორე ნახევარის 54-ე წუთზე კი სტუმრებმა ანგარიში გახსნეს,სტანდარტიდან ჩამოწოდებული ბურთი,აურტენეჩემ გადაგზავნა "სპორტინგის" კარში.ამის შემდეგ,მარსელო ბიელსას ფეხბურთელებმა ბურთზე კონტროლი დაამყარეს და მასპინძლებს შეტევების განხორციელების საშუალება ფაქტიურად აღარც ჰქონიათ, ზემოთ ხსენებულ 75-ე წუთამდე,"სპორტინგის" მწვრთნელმა ამ დროისთვის ორი შეცვლა განახორციელა, კარიკოს და ანდრე მარტინსის ნაცვალდ,მოედანზე ახალგაზრდა კარილო და რუბიო შეუშვა.ცვლილებებმა ახალი ძალებით შეტევის საშუალება მისცეს პორტუგალიელებს და ზუსტად ერთ წუთში,რუსი მარატ იზმაილოვის ფლანგურ ჩამოწოდებას კარგად გამოეხმაურა ინსუა, დასწრებაზე ითამაშა და ანგარიშიც გაათანაბრა,1:1. 4 წუთში კი დიეგო კაპელმა,რომელიც მატჩის ერთერთი გამორჩეული ფიგურა იყო მოედანზე,იმავე იზმაილოვისგან მიიღო ფლანგზე გადაცემა,ცენტრისკენ შეიწია და უძლიერესი დარტყმით,მეკარე ირაისოსას მარჯვენა დაბალ კუთხეში გაუტანა,2:1.დარჩენილ დროში მასპინძლებმა კიდევ შექმნეს რამდენიმე სახიფათო მომენტი "ბილბაოს კართან,თუმცა შეხვედრაში ანგარიში უცვლელი დარჩა.განმეორებით მატჩში,"სან მამესზე" უპირატესობა, რაღა თქმა უნდა ესპანელთა მხარესაა,მაგრამ,უნდა აღინიშნოს,რომ ეს ნახევარფინალებია და ერთი თამაშის ჩატარება ნებისმიერ, აქ მოხვედრილ გუნდს შეუძლია ,მითუმეტეს თუ ეს ლისაბონის "სპორტინგია".
მეორე დაპირისპირება სუფთა ესპანური იყო,"ვისენტე კალდერონზე","ატლეტიკო, "ვალენსიას" დაუხვდა და პიველივე წუთებიდან შეუდგა სტუმართა კარზე იერიშების მიტანას,რამაც შედეგი მე-18 წუთზე შედეგი გამოიღო, რამიმ შეცდომა დაუშვა არდასთან ორთაბრძოლაში,და ამ უკანასკნელმა მეკარის ბაქანზე ჩაააგდო ბურთი, რომელიც რიკოშეტით ფალკაოს მიუვიდა და ანგარიშიც გაიხსნა,1:0."ვალენსიამ" მხოლოდ პირველი ტაიმის მიწურულს შეძლო გათანაბრება,კუთხურიდან ჩამოწოდებული ბურთი,ჟონასმა გადაგზავნა მასპინძელთა კარში.

მეორე ნახევარი ისევ "ატლეტიკოს" შეტევებით განახლდა და 49-ე წუთზე მირანდამ,დიეგოს მიერ საჯარიმოდან ჩამოწოდებული ბურთი დაუბრკოლებლად,ახლო მანძილიდან მოათავსა ალვესის კარში,ხოლო 5 წუთში უკვე ადრიანი ზეიმობდა გატანილ გოლს, საკუთარ ნახევარზე "ვალენსიას,მცველები შეცდნენ, თავდამსხმელმაც კარგად შეირგო საჩუქარი,3:1.შემდეგ კი რადომელ ფალკაოს ჯერიც დადგა,78-ე წუთზე,იმავე დიეგოს შორეული გადაცემა კარგად დაამუშავა კოლუმბიელმა,ორი მცველიც ჩამოიშორა და საჯარიმოს მისადგომებიდან, მეტად ეფექტური გოლი გაიტანა,4:1.ეს ანგარიში უკვე გამანადგურებლად ჟღერდა "ვალენსიასთვის" და უნაი ემერის გუნდმა ბოლო იერიშები მიიტანა მადრიდელთა კარზე,რაც მსაჯის მიერ დამატებულ,მე-4 წუთზე დაუფასდათ კიდეც,კუთხურიდან ჩამოწოდებულ ბურთს რიკარდო კოშტამ მძლავრი თავური შეაგება და ანგარიშს სტუმართათვის მისაღები სახე მისცა,4:2.



მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:











მსგავსი სიახლეები
კომენტარები 2

Sportnews 20-აპრ, 19:16

STEVEN,
ევროპის ლიგის ფინალისტების და ჩემპიონთა ლიგის ფინალისტების ვინაობა wink

STEVEN 20-აპრ, 15:00

რამდენი რამე უნდა გაირკვეს ესპანეთში ნეტა? :D:D
კომენტარის დატოვება






რეკლამა

კონტაქტი

ელ-ფოსტა: admin@esport.ge

ნავიგაცია

სტატისტიკა

2010-2018