ბექჰემი ყველაზე მდიდარია

ბექჰემი ყველაზე მდიდარია

20-04-2012, 19:23

ჟურნალმა Forbes-მა 2011 წლის ყველაზე შემოსავლიანი ფეხბურთელები დაასახელა. შესაძლოა გაგიკვირდეთ, მაგრამ პირველ ადგილზე “ლოს ანჯელეს გელექსის” 36 წლის, ინგლისელი ნახევარმცველი დევიდ ბექჰემი აღმოჩნდა, რომლის წლიურმა შემოსავალმაც 47 მილიონი დოლარი შეადგინა.

აქედან 37 მილიონი სარეკლამო შემოსავლები გახლავთ. მეორე ადგილზე “რეალის” პორტუგალიელი ლიდერი კრიშტიანუ რონალდუ გავიდა, რომლის შემოსავალიც 42 მილიონი დოლარი ყოფილა. ამ თანხის დაახლოებით ნახევარი სპონსორულ ხელშეკრულებებზე მოდის. მხოლოდ მესამე ადგილს იკევებს “ოქროს ბურთის” სამგზის მფლობელი ლიონელ მესი, რომელმაც 2011 წელს 39 მილიონი დოლარი იშოვა (19 მილიონი სპონსორული ხელშეკრულებებით). მეოთხე ადგილზე “მანჩესტერის” ფორვარდი უეინ რუნია (24 მილიონი), მეხუთეზე კი “რეალის” ბრაზილიელი შემტევი კაკა (21 მილიონი).

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

შემოგვიერთდით