გვარდიოლამ რეალს ჩემპიონობა მიულოცა

უცხოური ფეხბურთი 22-აპრ, 13:159 Sportnews 1685 2






შაბათს პეპ გვარდიოლამ “ბარსელონას” მთავარი მწვრთნელის პოსტზე პრიმერა დივიზიონში პირველი “კლასიკო” წააგო.

შეგახსენებთ, რომ კატალონიურ გრანდში გვარდიოლას მისვლის შემდეგ “ბარსა” “რეალთან” პრიმერას მატჩებს არ აგებდა, შაბათს ეს პირველად მოხდა. მთლიანობაში კი პეპმა მხოლოდ მეორე ”კლასიკო” წააგო. ამ თამაშის მოგებასთან ერთად “რეალმა” პრაქტიკულად დაიბევა ესპანეთის ჩემპიონის ტიტული, ამავდროულად მადრიდულმა კლუბმა პრიმერას შედეგიანობის რეკორდიც დაამყარა. მიმდინარე სეზონში “რეალს” უკვე 109 გოლი აქვს გატანილი, რეკორდული გამოდგა კრიშტიანუ რონალდუს მიერ გატანილი გამარჯვების გოლიც.

პორტუგალიელის ანგარიშზე უკვე 42 გოლია. მოკლედ “სამეფო კლუბმა” “ბარსა” ყველა კომპონენტში დაჯაბნა და ესპანეთის ჩემპიონიც დამსახურებულად ხდება, რაც ნამატჩევს პეპ გვარდიოლამაც აღნიშნა:

“პირველ რიგში მინდა “რეალს” გამარჯვება მივულოცო. დღეს “სამეფო კლუბმა” დაამტკიცა, რომ ესპანეთის ღირსეული ჩემპიონია. “რეალის” კონტრშეტევებს საკმაოდ კარგად ვაკონტროლებდით, მეტოქეს არც ისე ბევრი მომენტი შეუქმნია, თუმცა დამსახურებულად გაიმარჯვა"

"გულშემატკივარის წინაშე თავს უხერხულად ვგრძნობ. მინდა შეგახსენოთ, რომ აგერ უკვე ოთხი წელია ჩვენი გუნდი ყოველთვის ბოლომდე იბრძვის, იმედია ფანები გაგვიგებენ და ამ მარცხს გვაპატიებენ. ახლა მთავარია სრული კონცენტრაცია “ჩელსისთან” თამაშზე მოვახდინოთ”.


მატჩის შემდეგ ჟოზე მოურინიოს თანაშემწე, აიტორ კარანკამაც ისაუბრა:

“ეს გამარჯვება იმ სამუშაოს შედეგია, რომელიც ჩვენ მთელი ამ ხნის განმავლობაში ჩავატარეთ. ხალხი აღფრთოვანებულია ამ გამარჯვებით. მოურინიო ბედნიერია, თუმცა, უკვე ჩემპიონთა ლიგის მატჩზე ფიქრობს. შესვენებისას, მან ფეხბურთელებს მიუთითა, რომ “ბარსელონა” გახსნილად თამაშობდა. იოზილმა დიდებული მატჩი ჩაატარა და თავის სათამაშო კლასთან დაკავშირებით, ყველა ეჭვი გააქარწყლა, რონალდუ კი, მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელია”.



მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:









დაწერე კომენტარი

მსგავსი სიახლეები
კომენტარები 2

Richie 23-აპრ, 10:41

ყოჩაღ მაურინიო მართლაც გენიოსი მწვრთნელია და გვარდიოლაზე ხო არაფერს ვამბობ, მსოფლიოში ნომერ პირველი მწვრთნელები არიან! smile

Sportnews 22-აპრ, 13:20

გვარდიოლამ მატჩის წინ თქვა: თუ წავაგებთ, რეალს ჩემპიონობას მივულოცავო და მეტი რაღა ექნა , ადგა და მიულოცა და რონალდუ დღეს მართლაც ძალიან მაღალ დონეზე თამაშობს
კომენტარის დატოვება






რეკლამა

კონტაქტი

ელ-ფოსტა: admin@esport.ge

ნავიგაცია

სტატისტიკა

2010-2018