უცხოური ფეხბურთი
ტურინული მასტერკლასი

იტალიის ჩემპიონატის 34-ე ტურის შემდეგ, ტურინის “იუვენტუსი” კიდევ ერთი ნაბიჯით მიუახლოვდა სკუდეტოს. “ბებერმა ქალბატონმა” საფეხბურთო მასტერკლასი ჩაუტარა “რომას” და ყველას დაანახა, რომ მიმდინარე სეზონში ჩემპიონობის მთვარი ფავორიტია.

“იუვემ” ანგარიშით 4:0 გაანადგურა დედაქალაქური გუნდი და იტალიის ჩემპიონატის სატურნირო ცხრილშიც პირველ ადგილზე დამკვიდრდა, მეორე ადგილზე მყოფი “მილანი”, რომელმაც ამ ტურში ქულები დაკარგა “იუვეს” უკვე სამი ქულით ჩამორჩება.

“დღეს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მატჩი მოვიგეთ და სკუდეტოს მივუახლოვდით. სასიამოვნოა, როცა გუნდი დაუმარცხებლად ასპარეზობს. უკანასკნელ 31 მატჩში მხოლოდ 15 გოლი გავუშვით ეს ბრწყინვალე შედეგია. ასეთი რამ მაშინაც კი არ ყოფილა, როცა ჩვენი გუნდი იტალიის ჩემპიონატში დომინირებდა”, - აცხადებს ბუფონი. შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სეზონში “იუვენტუსს” თამაში არ წაუგია.












კომენტარის დამატება
  • Richie

  • 23 აპრილი 2012 15:09
  • Группа: წევრი
  • Регистрация: 25.02.2011
  • Статус: Пользователь offline
  • 872 комментария
  • 502 публикации
^
აუ არადა მე მაგრად მინდა მილანის ჩემპიონობა რა
  • Группа: system operator
  • Регистрация: 12.09.2010
  • Статус: Пользователь offline
  • 2783 комментария
  • 5471 публикация
^
ესე თუ დაამარცხებდნენ არ ველოდი, საღოლ იუვეს, უკვე 4 ქულით გაუსწრო მილანს და ჩემპიონია წელს მგონი

--------------------