Image

შალკეს ჰუნტელარი სასტუმროში დარჩა

უცხოური ფეხბურთი 23-აპრ, 18:219 Sportnews 1334


















”შალკეს” ჰოლანდიელ თავდამსხმელს კლას-იან ჰუნტელაარს ”აუსბურგთან” გასვლითი მატჩის შემდეგ კინაღამ ფეხით მოუხდა შინ დაბრუნება.

გერმანული პრესის ცნობით, გელზენკირხენელები ავტობუსით ისე გაემგზავრნენ აეროპორტში, რომ თანაგუნდელი არ გახსენებიათ. როდესაც ჰუნტელარი მიხვდა, რომ თანაკლუბელები უმისოდ წავიდნენ, რამდენჯერმე სცადა ”შალკეს” მენეჯერს ჰორს ჰელდტს ტელეფონით დაკავშირებოდა, მაგრამ ყველა მცდელობა უშედეგო გამოდგა.

ჰოლანდიელმა თავდამსხმელმა დახმარებისთვის პოლიციას მიმართა. ყველაფერი იმით დასრულდა, რომ ჰუნტელარი აეროპორტში პოლიციის მანქანით მიიყვანეს.

ბუნდესლიგის 32-ე ტურის მატჩი ”აუსბურგსა” და ”შალკეს” შორის 1:1 დასრულდა. 38-ე წუთზე გელზენკირხენელები სწორედ ჰოლანდიელის გოლმა იხსნა წაგებისგან.

მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:










მოიწონეთ სტატია


კომენტარები
გაუზიარეთ მეგობრებს
მსგავსი სიახლეები
შემოგვიერთდით
რეკლამა
არქივი
მარტი 2019 (338)
თებერვალი 2019 (548)
იანვარი 2019 (672)
დეკემბერი 2018 (539)
ნოემბერი 2018 (413)
ოქტომბერი 2018 (437)
რეკლამა