აბრამოვიჩი დი მატეოს გამდიდრებას შეჰპირდა

აბრამოვიჩი დი მატეოს გამდიდრებას შეჰპირდა

23-04-2012, 21:55

”ჩელსის” მწვრთნელის რობერტო დი მატეოს შედეგებით კმაყოფილი არისტოკრატთა რუსი მეპატრონე რომან აბრამოვიჩი იტალიელ მწვრთნელს ბონუსის სახით 750 ათასი ფუნტ სტერლინგს შეჰპირდა. საპრიზოს სახით გახმოვანებულ თანხას დი მატეო იმ შემთხვევაში მიიღებს თუ ”ჩელსი” ჩემპიონთა ლიგას მოიგებს.

ლონდონელთა 41 წლის დამრიგებელი, ანდრე ვილაშ-ბოაშის კლუბიდან დათხოვნის შემდეგ მთავარი მწვრთნელის მოვალეობის შემსრულებლად სეზონის დასაწყისში ერთი წლის ვადით დაინიშნა.

რუსი მილიარდერი სერიოზულად ფიქრობს მთავარი მწვრთნელის საკითხთან დაკავშირებული ყველა ფორმალობა მოაგვაროს და იქვე განიხილავს შესაძლებლობას, რომლის მიხედვითაც დი მატეო ”ჩელსის” სრულუფლებიანი მწვრთნელი გახდება.

რუს მილარდერზე შთაბეჭდილებას ახდენს ის, რომ ლონდონურმა კლუბმა 14 მატჩიდან 10-ში იმარჯვა, მათ შორის ”ბარსელონასთან” ჩემპიონთა ლიგის პირველ ნახევარფინალურ შეხვედრაში.

მოგეწონათ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ მოიწონოთ ან გააზიაროთ :
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

შემოგვიერთდით