გვარდიოლა ბარსას დატოვებს

უცხოური ფეხბურთი 27-აპრ, 23:019 Sportnews 1745 3






2012 წლის 27 აპრილს ”ბარსელონას” არაერთი გულშემატკივრი გულისტკივილით გაიხსენებს. სწორედ ამ დღეს კატალონიელთა მთავარმა მწვრთნელმა ხოსეპ გვარდიოლამ, ვის სახელთანაცაა დაკავშირებული ბოლო ოთხი წლის განმავლობაში კლუბის წარმატებები, სეზონის დასრულებისთანავე გუნდიდან წასვლაზე განაცხადა.

გვარდიოლამ საკუთარი გადაწყვეტილება ფეხბურთელებს პარასკევის დილის ვარჯიშისას ამცნო. ერთი დღით ადრე მწვრთნელისა და ”ბარსელონას” პრეზიდენტის სანდრო როსელის შეხვედრა შედგა, რომელიც დაახლოებით სამ საათს გაგრძელდა. კლუბის ხელმძღვანელობამ სეზონის მსვლელობისას არაერთხელ განაცხადა, რომ შედეგების მიუხედავად 41 წლის მწვრთნელთან ხელშეკრულების გაგრძელებას შეეცდებოდა. ამასთან როსელმა მწვრთნელს შესთავაზა თავად განესაზღვრა საკუთარი ხელფასის ოდენობაც, მაგრამ ამ საქმიდან არაფერი გამოვიდა. გვარდიოლას მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი კლუბიდან წასვლა.

”ყოველთვის მოკლევადიან ხელშეკრულებებს ვაფორმებდი, რამდენადაც ”ბარსას” მოთხოვნები ყოველთვის მაღალი იყო, - პრესკონფერენციაზე აცხადებდა გვარდიოლა. - ჩვენ ორი უმნიშვნელოვანესი ტიტულისთვის ბრძოლას გამოვეთიშეთ. ასე რომ, ახლა საუკეთესო დროა კლუბიდან წასვლაზე განვაცხადო. მიზეზი მარტივია - ოთხი წლის განმავლობაში ”ბარსას” მთავარ მწვრთნელად ყოფნა მთელი მარადისობაა.

ამ ხნის განმავლობაში ძალიან დავიღალე. ახალი მწვრთნელი გუნდს მისცემს იმას, რისი მიცემაც მე აღარ შემიძლია. დარწმუნებული ვარ სწორად ვიქცევი. დრო მჭირდება, რათა ის მისწრაფება, ჟინი დამიბრუნდეს, რაც კლუბში მოსვლისას მქონდა”.

თავის მხრივ, კლუბის პრეზიდენტმა სანდრო როსელმა მწვრთნელს გაწეული სამუშაოსთვის მადლობა გადაუხადა და განაცხადა, რომ გვარდიოლას წასვლის შემდეგ, “ბარსელონას” ტიტო ვილანოვა ჩაუდგება სათავეში.



მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:









დაწერე კომენტარი

მსგავსი სიახლეები
კომენტარები 3

free 29-აპრ, 19:47

მაგარი მწვრთნელია, თუმცა კარგია ბარსელონას რომ ტოვებს, გუნდს ახალი სისხლი და თანამედროვე ხედვა სჭირდება!!!

Mr.Black And White 28-აპრ, 00:11

სჭირდება რა ამ კაცს დასვენება მართლა.... 1 წლის მერე, რომ დაბრუნდეს კარგი იქნება...

რაულიტო ხელმოწერა გაასწორე

Sportnews 27-აპრ, 23:11

არ ველოდი ბარსას თუ დატოვებდა გვარდიოლა
კომენტარის დატოვება






რეკლამა

კონტაქტი

ელ-ფოსტა: admin@esport.ge

ნავიგაცია

სტატისტიკა

2010-2018