უცხოური ფეხბურთი
პედრო ლეონი:მოურინიო რეალში რჩება, მე-ხეტაფეში

მადრიდის "რეალის" საკუთრებაში მყოფმა ფეხბურთელმა პედრო ლეონმა, რომელიც მიმდინარე სეზონს "ხეტაფეში" ატარებს იჯარის წესით, განაცხადა, რომ მომავალ სეზონს ის ისევ "ხეტაფეში" გაატარებს, რადგან "რეალის" მწვრთნელი კვლავ მოურინიო იქნება.

25 წლის ესპანელმა ნახევამრცველმა წინა სეზონი მადრიდის "რეალში" გაატარა, თავიდან მოურინიო მას საკმაოდ აძლევდა სათამაშო დროს, მაგრამ შემდეგ რაღაც ინციდენტი მოხდა და პორტუგალიელმა ის დაივიწყა, პედრო ლეონს სათამაშო დრო საერთოდ აღარ ჰქონდა და საბოლოოდ "ხეტაფეში" გაუშვეს იჯარის წესით. ამიტომ გამორიცხავს ფეხბურთელი "რეალში" დაბრუნებას, რადგან იქ მთავარი მწვრთნელი კვლავ მოურინიოა.

"ჩემი კონტრაქტი "ხეტაფესთან" გაგრძელდება, არ აქვს მნიშვნელობა რა სახით, მე ამ გუნდში დარჩენა მინდა და მთავარია აქ თავს ბედნიერად ვგრძნობ"

"ჩემი დაბრუნება "რეალში" გამორიცხულია, რადგან იქ მთავარი მწვრთნელი კვლავ მოურინიო იქნება, მე არ ვაპირებ შეცდომის გამეორებას, ვიცი, რომ "რეალში" სათამაშო დრო საერთოდ არ მექნება"

"უნდა ვაღიარო, რომ წარუმატებელი სეზონი გამომივიდა, მუდმივმა ტრავმებმა გამტანჯეს , მე ვერ დავეხმარე "ხეტაფეს" წელს, მაგრამ ახლა მზად ვარ დარჩენილ 4 შეხვედრაში ყველაფერი გავიღო, თუ ჩვენ დარჩენილ ტურებში 12 ქულას მოვაგროვებთ, დარწმუნებული ვარ ევროპის ლიგაზე მოვხვდებით"
-განაცხადა პედრო ლეონმა.










კომენტარის დამატება