უცხოური ფეხბურთი
მადრიდი ჩემპიონობის მოლოდინში

ოთხ წლიანი განშორების შემდეგ მადრიდის "რეალი" წლევანდელ სეზონში 32-ე ესპანეთის ჩემპიონობას იზეიმებს, უბრალოდ "სამეფო კლუბს" ჯერ ოფიციალურად არ განუღდებია ჩემპიონობა და შეიძლება უკვე უახლოეს ორ დღეში ოფიციალურადაც გაინაღდოს.

შეგახსენებთ, რომ სამეფო გუნდი მეტოქე "ბარსელონას" სამი ტურით ადრე 7 ქულით უსწრებს, "რეალს" მორიგი შეხვედრა 2 მაისს სტუმრად "ბილბაოსთან" უწევს, საკმარისია "რეალმა" დაამარცხოს მეტოქე,რომ უკვე ოფიიცალურად ჩემპიონი გახდება.

ასევე, არის ვარიანტი, რომ თუ "ბარსელონა" მორიგ ტურში სახლში "მალაგასთან" წააგებს, "რეალი" თავის შეხვედრის დაწყებამდე ჩემპიონი გახდება, რთულად წარმოსადგენია, რომ კატალონიელები სახლში დამარცხდებია და "რეალს" მოუწევს სამი ქულის აღება, რომ 2 ტურით ადრე მოიპოვოს ჩემპიონობა, თუ არადა "თეთრებს" კიდევ 2 ტური დარჩებათ სამი ქულის აღებისთვის.

"რეალს" და "ბარსელონას" შორის მხოლოდ ერთი ინტრიგაა , თუ რომელი გუნდის ფეხბურთელი გახდება ესპანეთის საუკეთესო გოლეადორი. რონალდუსაც და მესისას 3 ტურით ადრე 43-43 გოლი აქვს, საუკეთესო ბომბარდირი ესპანეთის ახალ რეკორდს დაამყარებს. ასევე ბრძოლა მიმდინარეობს საუკეთესო ასისტს და საუკეთესო მეკარეს შორის.








კომენტარის დამატება