ჰერტამ მოიგო, კობის შანსი გაუჩნდა

უცხოური ფეხბურთი 05-მაი, 21:049 Sportnews 1081 1





დასრულდა 2011/12 წლის გერმანიის ბუნდესლიგა, ბოლო ტურის მთავარი ინტრიგა იყო თუ ვინ შეძლებდა 16-ე ადგილის დაკავებას და ფლეი-ოფში განაგრძობდა ბრძოლას ბუნდესლიგაში დასარჩენად.

16-ე ადგილის დასაკავებლად "კიოლნი" და "ჰერტა" იბრძოდნენ, ყველას კარგად მოეხსენება, რომ "ჰერტაში" ქართველი ფეხბურთელი ლევან კობიაშვილი თამაშობს, ამიტომ ქართველთა უმეტესობა "ჰერტას" მხარეზე ვიხრებოდით. სასიხარულად ბოლო ტურში "ჰერტამ" საკუთარ მოედანზე "ჰოფენჰაიმი" 3-1 დაამარცხა, "კიოლნი" კი საკუთარ მოედანზე "ბაიერთან" დამარცხა 1-4 და "ჰერტამ" 1 ქულით გაასწრო მეტოქეს.

საბოლოოდ ბუნდესლიგას "კიოლნი" და "კაიზელსრაუტელნი" დაემშვიდობენ, "ჰერტა" კი ფლეი-ოფში გაარკვევს დარჩება პირველ დივიზიონში თუ არა. შეგახსენებთ, რომ თუ "ჰერტა" ბუნდესლიგაში დარჩება და კობი კიდევ ერთ შეხვედრას მაინც ჩაატარებს ბუნდესლიგაში, მაშინ ის გახდება პირველი ლეგიონერი, რომელსაც ყველაზე მეტი მატჩი ექნება ჩატარებული აღნიშნულ ტურნირში.

ბოლო ტურის ერთ-ერთი ინტრიგა იყო თუ ვინ გახდებოდა საუკეთესო ბომბარდირი ამ სეზონის გერმანიაში, აღნიშნული ტიტული "შალკეს" ფორვარდმა ჰუნტელაარმა მოიგო, რომელმაც წლევანდელ სეზონში 29 გოლი გაიტანა და მარიო გომესს 3 გოლით აჯობა.



მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:











მსგავსი სიახლეები
კომენტარები 1

Richie 05-მაი, 23:18

კარგი იქნება თუ დარჩება ჰერტა ბუნდესლიგაში, რაც უფრო მეტი წარმატება ექნებათ ქართველ ფეხბურთელებს ევროპაში მით უკეთესი ჩვენთვის.
კომენტარის დატოვება






რეკლამა

კონტაქტი

ელ-ფოსტა: admin@esport.ge

ნავიგაცია

სტატისტიკა

2010-2018