პირლო: დავიმსახურეთ ჩემპიონობა

უცხოური ფეხბურთი 07-მაი, 14:599 milboy 911 0






ტურინის "იუვენტუსის" ნახევარმცველმა ანდრეა პირლომ, რომელიც ტურინელებთან ერთად 6 მაისს იტალიის ჩემპიონი გახდა, აღიარა, რომ თავისი ყოფილი კლუბის "მილანის" მიმართ შურისძიების გრძნობა არ აქვს.
"როსონერი" გუშინ "ინტერთან" (2:4) დამარცხდა და სკუდეტოს მოპოვების შანსი დაკარგა.
"არაფერს მსგავსს არ ვგრძნობ! "იუვენტუსში" უბრალოდ იმიტომ გადავედი, რომ ახალი მოტივაცია მჭირდებოდა და უბრალოდ ბედნიერი ვარ, რომ წარმატების მიღწევა ასე სწრაფად მოვახერხეთ.
მიმაჩნია, რომ მთელი სეზონის მანძილზე უფრო ძლიერები ვიყავით და ჩემპიონები დამსახურებულად გავხდით. ჩემი ფორმითაც კმაყოფილი ვარ.
დავამტკიცე, რომ უკეთესად თამაშიც შემიძლია! იმედი მაქვს, კიდევ რამდენიმე სეზონს უმაღლეს დონეზე ვითამაშებ.
მთავარია , რომ ამის სურვილი მაქვს"
- თქვა პირლომ.



მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:









დაწერე კომენტარი

მსგავსი სიახლეები
კომენტარის დატოვება






რეკლამა

კონტაქტი

ელ-ფოსტა: admin@esport.ge

ნავიგაცია

სტატისტიკა

2010-2018