უცხოური ფეხბურთი
დიეგო:განსაკუთრებული მატჩი იქნება.

მადრიდის "ატლეტიკოს" ნახევარმცველმა დიეგომ ბილბაოს "ატლეტიკთან" 9 მაისს გასამართი ევროპის ლიგის ფინალური მატჩის წინ საკუთარ გუნდსა და ფინალის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

"ფინალები განსაკუთრებული მატჩებია, რადგან მათი თამაში კარიერის მანძილზე არც ისე ხშირად გვიწევს. ასეთი მომენტებით უნდა დავტკბეთ. ასეთ მატჩებში მონაწილეობა სიამოვნებაა.

ჩემთვის ეს უზარმაზარი პრივილეგიაა. იმედია, ფინალში გავიმარჯვებთ. ეს ძალიან მნიშვნელოვანია.
გუნდების მთავარი მწვრთნელების შედარება არ არის საჭირო, მაგრამ სიმეონეს როლის აღიარება აუცილებელია. ეს გამოჩენილი პიროვნებაა. მწვრთნელმა თავდაჯერება ჩაგვინერგა, თავისი აზარტით გვმუხტავს, მისი წვლილი შეუფასებელია.

ამასთან, ის მოთამაშეებს ერთ ენაზე - ესპანურად ელაპარაკება. ყველაფერი ეს ძლიერ გუნდად ყოფნაში გვეხმარება და ჩვენი კოზირია".








კომენტარის დამატება