Image

კლოპი: თასიც უნდა მოვიგოთ

უცხოური ფეხბურთი 10-მაი, 13:259 milboy 1297


















დორტმუნდის "ბორუსიას" მთავარი მწვრთნელი იურგენ კლოპი დარწმუნებულია, რომ მის შეგირდებს 12 მაისს მიუნხენის "ბაიერნთან" გერმანიის თასის ფინალურ მატჩში მოტივაციის ნაკლებობის პრობლემა არ ექნებათ.
"არ ვფიქრობ, რომ მოტივაციასთან დაკავშირებით პრობლემები გვექნება. კლუბს ოქროს დუბლის შესრულების შანსი პირველად გაუჩნდა.
არც იმას ვფიქრობ, რომ ჩემპიონთა ლიგის ფინალის მოახლოება "ბაიერნის" განწყობაზე რაიმე ზეგავლენას მოახდენს.
მიუნხენელების წინააღმდეგ თამაში ყოველთვის რთულია, მაგრამ კარგია, რომ არც ჩვენს წინააღმდეგ თამაშია იოლი. ერთერთი საუკეთესო ფინალი გველის, ერთმანეთს ხომ გერმანიის ჩემპიონი და ჩემპიონთა ლიგის ფინალისტი ხვდებიან"
, - აღნიშნა კლოპმა.

მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:










მოიწონეთ სტატია


კომენტარები
გაუზიარეთ მეგობრებს
მსგავსი სიახლეები
შემოგვიერთდით
რეკლამა
არქივი
მარტი 2019 (292)
თებერვალი 2019 (548)
იანვარი 2019 (672)
დეკემბერი 2018 (539)
ნოემბერი 2018 (413)
ოქტომბერი 2018 (437)
რეკლამა