უცხოური ფეხბურთი
ტერის ევროპაზე თამაში უნდა

ლონდონის "ჩელსის" კაპიტანი ჯონ ტერი იმედოვნებს, რომ ინგლისის ნაკრების შემადგენლობაში ევროპის 2012 წლის ჩემპიონატზე ითამაშებს.
ინგლისის ნაკრების ახალი თავკაცი როი ჰოჯსონი ტერისა და "მანჩესტერ იუნაიტედის" მცველ რიო ფერდინანდის ურთიერთობებით ძალიან შეწუხებულია. არსებობს ვარიანტი, რომ ტურნირზე მხოლოდ ერთერთი მათგანი წავიდეს. ტერი რიოს ძმის - "ქუინზ პარკ რეინჯერსის" მოთამაშის ანტონ ფერდინანდის მისამართით რასისტულ შეურაცხყოფაში დაადანაშაულეს.
"იმედი მაქვს ნაკრებში გამომიძახებენ და ევროპის ჩემპიონატზე ვითამაშებ. ჩემი ქვეყნის დროშას ყოველთვის დავიცავ", - აღიარა 31 წლის ტერიმ.












კომენტარის დამატება