რაულმა მშობლიური ფესვები გაიხსენა

უცხოური ფეხბურთი 11-მაი, 16:239 Sportnews 1254 0






“რეალის” ექს-ფორვარდი რაული, რომელმაც უკანასკნელი წლები გერმანულ “შალკეში” გაატარა წარსულს არ ივიწყებს. ესპანური ფეხბურთის ცოცხალმა ლეგენდამ მშობლიური საფეხბურთო სკოლა გაკოტრებისგან იხსნა.

ამის შესახებ ინფორმაცია საფეხბურთო აკადემია “სან კრისტობალის” დირექტორმა, პედრო ალბარეს ინიესტამ, გაავრცელა. აღსანიშნავია, რომ სკოლის გადასარჩენად სულ 4 ათასი ევრო იყო საჭირო.

“მე მითხრეს, რომ კლუბის ვალი დაფარულია. სასიამოვნოა, რომ რაული არ ივიწყებს თუ სად ეზიარა პირველად ფეხბურთს”, - აცხადებს ინიესტა.

“სან კრისტობალში” რაული სამი წლის განმავლობაში სწავლობდა, შემდეგ კი მადრიდის “ატლეტიკოს” ახალგაზრდულ გუნდში აღმოჩნდა, სადანაც გამოგდების შემდეგ უკვე "რეალის" ახალგაზრდულ გუნდში.



მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:









დაწერე კომენტარი

მსგავსი სიახლეები
კომენტარის დატოვება






რეკლამა

კონტაქტი

ელ-ფოსტა: admin@esport.ge

ნავიგაცია

სტატისტიკა

2010-2018