აირჩიეთ გუნდი:

რეკორსმენი რონალდუ და ოქროს ბეციანი მესი



დასრულდა ესპანეთის ჩემპიონატის მორიგი სეზონი, 2011/12 წლის სეზონი აღსავსე იყო უამრავი რეკორდით, რომელთა უმეტესობის მთავარი შემოქმედი მსოფლიოს ნომერ პირველი ორ ფეხბურთელი კრიშტიანუ რონალდუ და ლიონელ მესი იყვნენ.

მესიმ ამ სეზონში შეძლო და მოიგო ოქროს ბუცი, მან ლა ლიგაში 50 გოლის გატანა მოახერხა, რაც რეკორდია და უნიკალური შედეგია, არ ვიცი ვინმე შეძლებს ამ რეკორდის დამხობას? მაგრამ სანამ მესი და რონალდუ თამაშობენ, მათგან მუდმივ რეკორდების გაუმჯობესებას უნდა ველოდოთ. ოქროს ბუცისთვის ბრძოლაში მეორე ადგილზე რონალდუ გავიდა 46 გატანილი გოლით, მესამე ადგილი კი 30 გოლით რობინ ვან პერსიმ დაიკავა.

რაც შეეხება კრიშტიანუ რონალდუს რეკორდს, პორტუგალიელმა ფეხბურთელმა შეძლო წლევანდელ სეზონში ლა ლიგაში მოასპარეზე 19 მეტოქეს გაუტანა გოლი, რაც კიდევ ერთი შესანიშნავი შედეგია. მართლაც ბრავო რონალდუსაც და მესისაც, არ აქვს მნიშვნელობა ვისი გულშემატკივარი ხარ, შეუძლებელია თანამედროვე ფეხბურთში ეს ორი მოთამაშე სხვებთან შედარებით მაღალ დონეზე არ დავაყენოთ.

წყარო: Goal.CoM  
Загрузка...
მოგეწონათ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:

1

1973

{awards}

{awards-link}

#1

ავტორი: Dark Dante  

შეცდომა გაიპარა თუ გამიზნული ცინიზმი იყო სათაურში?? wink
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

დღის სიახლეები

ოფიციალური გვერდი

რეკლამა საიტზე

რეკლამა საიტზე

www.esport.ge -

All right reserved.