მოურინიო: ოქროს ბურთი რონალდუს ეკუთვნის

უცხოური ფეხბურთი 15-მაი, 22:159 Sportnews 3215 3






მადრიდის "რეალის" პორტუგალიელმა დამრიგებელმა ჟოზე მოურინიომ განაცხადა, რომ მიმდინარე სეზონში ოქროს ბურთი სწორედ მისი გუნდის ლიდერს კრიშტიანუ რონალდუს ეკუთვნის.

"მიუხედავად იმის, რომ მესიმ 50 გოლის გატანა მოახერხა ლა ლიგაში, მაინც ოქროს ბურთი კრიშტიანუ რონალდუმ უნდა მიიღოს, რომლის 46 გოლი, როგორც აღმოჩნდა უფრო ძვირად ფასობდა, "ბარსელონამ" ვერ მოიგო ვერც ჩემპიონთა ლიგა და ვერც ესპანეთის ჩემპიონატი, "რეალმა" კი ლა ლიგა მოიგო"-განაცხადა ჟოზე მოურინიომ.

მართლაც საინტერესოა თუ ვინ მიიღებს 2013 წლის იანვარში ოქროს ბურთს, თუ გასულ სეზონში აშკარა ფავორიტი ლიონელ მესი იყო, ახლა შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს ასე აღარ არის, შეიძლება ევროპის ჩემპიონატმა იქონიოს დიდი გავლენა საუკეთესოს გამოსავლენად.



მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:









დაწერე კომენტარი

მსგავსი სიახლეები
კომენტარები 3

Dark Dante 16-მაი, 17:16

რაულიტო,
ლიგაზე რეკორდი დაამყარა, ოქროს ბუცი აიღო, ბომბარდირი გახდა, ბარსას ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირი გახდა, ვნახოთ შეიძლება ლიგის ბომბარდირიც გახდეს, ეხლა ფინალში რა მოხდება არავინ იცის მაგრამ ამ სეზონში უკვე საკმარისი მიღწევები აქვს იმისთვის რომ ოქროს ბურთი მეოთხედ აიღოს...

Sportnews 16-მაი, 01:10

Dark Dante,
რაც გინდა იყოს, ვაღიაროთ რომ მესის არ ეკუთვნის წელს, არ ვიძახი, რომ მაინც და მაინც რონალდუს მისცემენ თქო, მაგრამ ვფიქრობ ვინც ევროპის ჩემპიონატზე საუკეთესო იქნება იმას მისცემენ

Dark Dante 16-მაი, 00:20

ჯერ ერთი ბარსელონას ერთი ფინალი დარჩა გასამართი, მარა აბა იმას ხომ არ იტყვის მესია ღირსიო what
კომენტარის დატოვება






რეკლამა

კონტაქტი

ელ-ფოსტა: admin@esport.ge

ნავიგაცია

სტატისტიკა

2010-2018