Preview:იუვენტუსი-ნაპოლი

უცხოური ფეხბურთი 20-მაი, 18:139 Sportnews 1992 0






დღეს იტალიის თასის ფინალური შეხვედრა გაიმართება, ერთმანეთს თასისთვის "იუვენტუსი" და "ნაპოლი" შეეცილებიან.

არ აქვს მნიშვნელობა რას იზამს დღეს "იუვენტუსი" , ტურინული გუნდისთვის ეს სეზონი უკვე ძალიან კარგი და წარმატებული გამოდგა. "იუვემ" იტალიის ჩემპიონატი მოიგო, თანაც ისე, რომ არცერთი შეხვედრა არ წაუგია.

შარშანდელი სეზონის გათვალისწინებით "ნაპოლს" არც თუ წარმატებული სეზონი გამოუვიდა, ნეაპოლურმა გუნდმა სერია A-ში მეხუთე ადგილი დაიკავა და ჩემპიონთა ლიგაზე ვერ მოხვდა, თუ დღეს "ნაპოლი" გამარჯვებას მოახერხებს, მაშინ სეზონი შეგვიძლია "ნაპოლისთვისაც" წარმატებული ჩავთვალოთ.

საინტერესო ფაქტები


1. "იუვენტუსმა" იტალიის თასის ჩემპიონატზე გადალახა "ბოლონიას", "რომას" და "მილანის" ბარიერები.
2. "იუვენტუსმა" იტალიის თასის მოგება 9-ჯერ მოახერხა , ტურინულმა კლუბმა უკანასკნელად ეს ტიტული 1995 წელს მოიგო, როდესაც "პარმა" 3:1 დაამარცხა.
3.წლევანდელ სეზონში "იუვენტუსის" და "ნაპოლის" ერთი შეხვედრა 3-3 დასრულდა, მეორე კი 3-0 ტურინული კლუბის სასარგებლოდ.
4. ნეაპოლურმა გუნდმა იტალიის თასზე აჯობა "ჩეზენას", "ინტერს" და "სიენას".
5. "ნაპოლმა" აღნიშნული ტიტული სამჯერ მოიგო, მათ უკანასკნელად თასი 1987 წელს მოიგეს, როდესაც "ატლანტა" 4-0 დაამარცხეს.

სავარაუდო შეადგენლობები


იუვენტუსი: Storari, Barzagli, Bonucci, Caceres, L'steiner, Vidal, Pirlo, Marchisio, Giaccherin, iDel Piero, Vucinic.


ნაპოლი: De Sanctis, Campagnaro, Cannavaro, Aronica, Maggio, Inler, Dzemaili, Dossena, Hamsik, Lavezzi, Cavani.

საყურებელი ლინკი


LiNK



მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:









დაწერე კომენტარი

მსგავსი სიახლეები
კომენტარის დატოვება






რეკლამა

კონტაქტი

ელ-ფოსტა: admin@esport.ge

ნავიგაცია

სტატისტიკა

2010-2018