ტალანტების ქარხანა

უცხოური ფეხბურთი 22-მაი, 22:239 Sportnews 1191 2






მადრიდის "რეალს" მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო ახალგაზრდული აკადემია, რომ აქვს ეს უცხო სულაც არ არის, უბრალოდ ბოლო ხანს "რეალი" კანტერანოებს თავის სასარგებლოდ ნაკლებად იყენებენ.

"რეალის" ერთ-ერთი საუკეთესო კანტერანო ხუან მატა გახლდათ, რომელიც "რეალმა" ხელიდან გაუშვა, მატამ ამ სეზონში მიუხენში ჩემპიონთა ლიგა მოიგო , ხუანფრანმა და ფილიპე ლუისმა წელს ევროპის ლიგა მოიგო. არბელოამ, ადანმა, კალეხონმა და გრანერომ მთავარ გუნდთან ერთად მოიგეს ესპანეთის ჩემპიონატი.


მორატა, კარვახალი, ალექსი, ხესე , ხოსელუ და სხვა კანტერანოები წელს შესანიშნავ სეზონს ატარებენ, გუნდი ძალიან ახლოსა სეგუნდა დივიზიონში გადასვლასთან. ახალგაზრდა მადრიდელებმა პლეი-ოფის შეხვედრაში "კადიზი" ლამაზ სტილში 3-0 დაამარცხეს.

"რეალის" ახალგაზრდული გუნდის წევრები იყვნენ რობერტო სოლდადო და ნეგრედო, სოლდადო "ვალენსიის" საუკეთესო ბომბარდირია და განვითარებული მოვლენების გათვალისწინებით სავსებით შესაძლებელია, რომ ესპანეთის ნაკრების მთავარი ფორვარდი იყოს ევროპაზე. შესაძლებელია, რომ ევროპაზე კიდევ ორი კანტერანოს წარმომადგენელი ხუან ფრანი და ხავი გარსია ვიხილოთ.



მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:









დაწერე კომენტარი

მსგავსი სიახლეები
კომენტარები 2

iventusi 24-მაი, 22:41

გეტანხბები ვეტც შედრება ბარსას.

Dark Dante 24-მაი, 17:01

ბარსას აკადემიასთან შედარებით არაფერია...
კომენტარის დატოვება






რეკლამა

კონტაქტი

ელ-ფოსტა: admin@esport.ge

ნავიგაცია

სტატისტიკა

2010-2018