გვარდიოლას ეპოქის დასასრული

უცხოური ფეხბურთი 24-მაი, 19:589 Sportnews 1482 1






პეპ გვარდიოლა 25 მაისს გამართავს თავის უკანასკნელ შეხვედრას "ბარსელონას" მთავარი მწვრთნელის რანგში, პეპის ერა "ბილბაოსთან" შეხვედრაში დასრულდება.

გვარდიოლამ 4 წლის განმავლობაში დიდი ეპოქა შექმნა, რომელიც ესპანეთის თასის ფინალში დასრულდება, გვარდიოლა და მისი ფეხბურთელები ყველაფერს გააკეთებენ, რომ ეს წარმატებული ერა წარმატებითვე დაასრულონ.

2009 წლის 13 მაის "ბარსელონამ" 4-1 დაამარცხა "ბილბაო" და ესპანეთის ჩემპიონობა მოიგო, იმ წელს ლა ლიგაში კატალონიურმა გუნდმა სტუმრად 6-2 დაამარცხა "რეალი" , რამდენიმე დღეში გუნდმა ჩემპიონთა ლიგაც მოიგო, როდესაც რომში "მანჩესტერი" დაამარცხა. იმ სეზონში გვარდიოლამ 6 ტიტული მოიგო: ესაპანეთის ჩემპიონატი, ესპანეთის თასი, ესპანეთის სუპერ თასი, ჩემპიონთა ლიგა, ევროპის სუპერ თასი, მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატი.

მეორე სეზონში გვარდიოლამ და მისმა გუნდმა მხოლოდ 2 ტიტული მოიგო, გუნდი ესპანეთის თასზე "სევილიამ" შეაჩერა, ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში კი მოურინიოს "ინტერმა" აჯობა. "ბარსელონას" მხოლოდ ესპანეთის ჩემპიონატი და ესპანეთის სუპერ თასი დარჩა.

მესამე სეზონში 'ბარსელონამ" უკვე 5 ტიტულის მოგება მოახერხა, ერთადერთი ტიტული, რომელმაც კატალონიელებმა ვერ მოიგეს ესპანეთის თასი გახლდათ, სხვა ტურნირებზე კატალონიელები ვერავინ შეაჩერა.

გვარდიოლას ეპოქა მეოთხე წელს სრულდება, ესპანელი სპეციალისტვისთვის ეს სეზონი წარუმატებელი გახლდათ, გუნდს მხოლოდ ერთადერთ ტიტულთან არის ახლოს. 25 მაისს გაირკვევა გვარდიოლა ეპოქას უტიტულოთ თუ ტიტულით დაამთავრებს.



მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:









დაწერე კომენტარი

მსგავსი სიახლეები
კომენტარები 1

Wertil^ 24-მაი, 22:50

ეჰ, კაი კაცია რა.! ჩემი აზრით დიდი ანგარიშით დაამარცხებს ბარსა :)
კომენტარის დატოვება






რეკლამა

კონტაქტი

ელ-ფოსტა: admin@esport.ge

ნავიგაცია

სტატისტიკა

2010-2018