უცხოური ფეხბურთი
Preview: ბილბაო-ბარსელონა

დღეს გვიან ღამით ესპანეთის თასის ფინალის შეხვედრა შედგება, სადაც ერთმანეთს "ბილბაო" და "ბარსელონა" დაუპირისპირდებიან.

წლევანდელ სეზონში ვერც "ბარსელონამ" და ვერც "ბილბაომ" ვერ შეძლეს სხვა ტიტულის მოგება, ორივე გუნდისთვის შანსია მოიგონ კოპა დელ რეის თასი და ამ სეზონში უტიტულოდ არ დარჩნენ. ბასკურმა გუნდმა წელს ევროპის ლიგის ფინალში ერთი ფინალი უკვე წააგო, ამიტომ "ბილბაო" ეცდება, რომ მეორე ფინალიც არ წააგოს.

დღეს კატალონიური გუნდი ფინალს საკმაოდ დიდი დანაკლისით ხვდება, გუნდს არ ეყოლება: დავიდ ვილია, დანი ალვეში, კარლეს პუიოლი, ერიკ აბიდალი და ანდრე ფონტასი. მეტოქესგან განსხვავებით "ბილბაოს" დღეს დანაკლისი არ აქვს.

საინტერესო ფაქტები


1. დღეს ფინალში ერთმანეთს ორი ისეთი გუნდი დაუპირისპირდებიან, რომლებსაც ყველაზე მეტჯერ აქვთ მოგებული ესპანეთის თასი , "ბარსელონა" ეს ტიტული 25-ჯერ მოიგო, "ბილბაომ" კი-23-ჯერ.
2. ეს იქნება იმ დიდი ეპოქის ბოლო შეხვედრა, რომელიც გვარდიოლამ 4 წლის განმავლობაში შექმნა, გვარდიოლამ ამ დროის განმავლობაში 13 ტიტული მოიგო და დღეს შანსი აქვს კიდევ ერთი მიუმატოს.
3. ეს ორი გუნდი რა თქმა უნდა წელს ერთმანეთს ლა ლიგაშიც დაუპირისპირდნენ, "სან მამესაზე" გამართული შეხვედრა 2-2 დასრულდა, "კამპ ნოუზე" კი მასპინძლებმა 2-0 მოიგო.
4.აღსანიშნავია, რომ ბოლო 5 ურთიერთ შეხვედრიდან "ბარსელონამ" 2 ჯერ მოუგო "ბილბაოს", 3 შეხვედრა კი ფრედ დასრულდა.

სავარაუდო შემადგენლობები








საყურებელი ლინკი


LiNK












კომენტარის დამატება
  • admin

  • 25 მაი 2012 18:36
  • Группа: system operator
  • Регистрация: 12.09.2010
  • Статус: Пользователь offline
  • 1454 комментария
  • 589 публикаций
^
გაარღვევს ბარსა