მოურინიო და ვილანოვა ელ კლასიკოებს გამოტოვებენ

უცხოური ფეხბურთი 27-მაი, 00:079 Sportnews 1401 2






გახსოვთ ის მომენტი, როდესაც მადრიდის "რეალის" მთავარ მწვრთნელ ჟოზე მოურინიოს და იმ დროს გვარდილას თანაშემწე ტიტო ვილანოვას კონფლიქტი მოუვიდათ, ვინ იფიქრებდა, რომ ერთი წლის მერე ვილანოვა უკვე მოურინიოს პირდაპირი ოპონენტი იქნებოდა.

"რეალის" და "ბარსელონას" მთავარი მწვრთნელები გამოტოვებენ ორ ელ კლასიკოს, რომელიც ესპანეთის სუპერ თასზე გაიმართება , გასულ სეზონში მომხდარი კონფლიქტის გამო მოურინიოც და ვილანოვაც ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციამ დასაჯა, ამიტომ ორ ელ კლასიკოში გუნდებს მთავარი მწვრთნელის ასისტენტები უხემძღვანელებენ.

ესპანეთის სუპერ თასზე შეხვედრები 22 და 29 აგვისტოს გაიმართება, პირველი მატჩი "ნოუ კამპზე" შედგება, საპასუხო შეხვედრა კი "სანტიაგო ბერნაბეუზე", შეგახსენებთ, რომ გუნდებმა როლები გაცვალეს და თუ შარშან "ბარსელონა" ლა ლიგის გამარჯვებული იყო და "რეალი" თასის მფლობელი, ახლა პირიქითაა.



მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:









დაწერე კომენტარი

მსგავსი სიახლეები
კომენტარები 2

Wertil^ 30-მაი, 12:07

ისე გამაგებინეთ რა ვინმემ ძმურად 2წელი ვერ იქნებიან ესპანეთის პრიმერაზე? თუ 2თამაში? :D

Wertil^ 27-მაი, 08:34

ამ სიახლით გავიგე, რომ ვილანოვა ბარსას მთავარი მწვრთნელი გახდა.
კომენტარის დატოვება






რეკლამა

კონტაქტი

ელ-ფოსტა: admin@esport.ge

ნავიგაცია

სტატისტიკა

2010-2018