რაული: მინდა ესპანეთის ნაკრები ისტორიაში შევიდეს

უცხოური ფეხბურთი 28-მაი, 22:399 Sportnews 2110 2






მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდამ რაულ გონსალეს ბლანკომ ესპანურ გამოცემა "მარკას" საკმაოდ საინტერესო ინტერვიუ მისცა, რაულმა საინტერესო განცხადებები გააკეთა.

რაულმა ისურვა, რომ ესპანეთის ნაკრები ისტორიაში შევიდეს, მას სურს ესპანეთი გახდეს პირველი ნაკრები, რომელსაც ევროპის, მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონატები ზედიზედ პირველად ექნება მოგებული.

"მათ წინ რთული გამოწვევა ელით , ეს იქნება ძალიან რთული ესპანეთისთვის, არც ერთ ქვეყანას არ აქვს მოგებული ევროპის, მსოფლიოს და ისევ ევროპის ჩემპიონატები ზედიზედ, მე მინდა ესპანეთის ნაკრები ისტორიაში შევიდეს, ჩვენი მთავარი კონკურენტები კი ვფიქრობ გერმანიის, ჰოლანდიის და საფრანგეთის ნაკრებები იქნებიან, ჩემი დაბრუნება ნაკრებში შეუძლებელია, მე ნაკრებს 6 წლის წინ დავემშვიდობე"

მადრიდის "რეალის" ყოფილმა ფეხბურთელმა ასევე ისაუბრა "რეალზე", "ბარსელონაზე" და ლა ლიგაში განვითარებულ მოვლენებზე.

"დღეს ესპანური ლიგა მსოფლიოში დომინირებს, "რეალი" და "ბარსელონა" კი მსოფლიო ფეხბურთში წამყვან ადგილებს იკავებს , ეჭვგარეშეა, რომ ინგლისში ერთ-ერთი საუკეთესო "მანჩესტერია", მაგრამ მას საკმაოდ ბევრი გუნდი უწევს კონკურენციას, რასაც ვერ ვიტყვით ესპანეთში "რეალზე" და "ბარსელონაზე", მიუხედავად იმის, რომ ლა ლიგაში თამაშობენ "ატლეტიკო" და "ატლეტიკი", ორი გუნდი, რომლებიც ევროპის ლიგის ფინალში გავიდნენ , მაგრამ ამ ეტაპზე "რეალი" და "ბარსელონა" გიგანტურად მაღალ ადგილს იკავებენ ესპანეთში"

რაულმა ასევე ისაუბრა "ბარსელონას" ყოფილ მთავარ მწვრთნელზე პეპ გვარდიოლაზე, მისი თქმით მან პეპს რჩევა ჰკითხა ყატარის შესახებ,

"როდესაც ყატარიდან შემოთავაზება მივიღე, მე ვესაუბრე ჩემს ორ მეგობარს პეპ გვარდიოლას და ფერნანდო იეროს, რომლებსაც უკვე ნათამაშები ჰქონდათ ყატარში , მითხრეს, რომ ამ ქვეყანაში ცხოვრების მაღალი დონეა და ყოველდღიურად უფრო უმჯობესდება ფეხბურთის ხარისხი"

ესპანელი ფეხბურთელი ასევე შეეხო "რეალის" და "ბარსელონას" წამყვან ფეხბურთელებს კრიშტიანუ რონალდუს და ლიონელ მესის.

"რეალის" და "ბარსელონას" შედარება შეუძლებელია , ეს არის ორი სხვადასხვა გუნდებია, უნდა აღინიშნოს, რომ ორივე გუნდში თამაშობენ უმაღლესი დონის ფეხბურთელები, რომლებიც შესანიშნავი ფეხბურთელები არიან, რაც შეეხება რონალდუს და მესის, ეს ორი სხვადასხვა სტილის ფეხბურთელია, ორივე მათგანს აქვთ საკუთარი პლუსები და მინუსები"



მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:









დაწერე კომენტარი

მსგავსი სიახლეები
კომენტარები 2

Sportnews 31-მაი, 11:50

ციტატა: Wertil^
ყოჩაღ ავტორ.!

მადლობა , გაიხარე

Wertil^ 30-მაი, 11:56

ყოჩაღ ავტორ.! ესპანეთის ნაკრები არამგონია ისტორიაში შევიდეს :)
კომენტარის დატოვება






რეკლამა

კონტაქტი

ელ-ფოსტა: admin@esport.ge

ნავიგაცია

სტატისტიკა

2010-2018