იერო:რაული შესანიშნავი მწვრთნელი იქნება

უცხოური ფეხბურთი 02-ივნ, 16:339 Sportnews 1568 3





მადრიდის "რეალის" ლეგენდარულმა ფეხბურთელმა და კაპიტანმა ფერნანდო იერომ ესპანურ გამოცემა "მარკას" ინტერვიუ მისცა, იერო შეეხო სხვადასხვა თემებს და აღნიშნა, რომ რაული დიდებული მწვრთნელი იქნება.

-თქვენ კვლავ გეძლევათ საშუალება ითამაშოთ "სანტიაგო ბერნაბეუზე" საქველმოქმედო მატჩში , როგორი გრძნობაა ეს?
-ამ მოედანზე თამაში განსაკუთრებულია, ეს არის პატივი ნებისმიერი ჩვენთაგანისთვის, რაც შეეხება საქველმოქმედო მატჩს, ჩვენ ყოველთვის მზად ვართ დავეხმაროთ სხვებს.

-მოგწონთ "რეალი" მოურინიოს ხემძღვანელობით?
-პორტუგალიელმა სპეციალისტმა პირველივე სეზონში კარგი შედეგი აჩვენა, მაგრამ უკვე მეორე სეზონში "რეალმა" ბევრად მოუმატა, მეორე სეზონში გუნდი უფრო დალაგებულად თამაშობდა, ეს კი მწვრთნელის და ფეხბურთელების კარგ გარჯაზე მიუთითებს.

-წელს "რეალმა" შეძლო "ბარსელონას" ჰეგემონიის დამხობა
- "რეალმა" მოახერხა და მოუგო "ბარსელონას" მისსავე მოედანზე, რამაც ფაქტობრივად ჩემპიონის ვინაობა გადაწყვიტა, ეს კარგია, მაგრამ ეს დაპირისპირება ყოველთვის გრძელდება.

-გვარდიოლას წასვლით "ბარსელონა" დასუსტდება?
-რა თქმა უნდა გვარდიოლა არის ადამიანი, რომელმაც 4 წელიწადში ეპოქა შექმნა, მაგრამ არც "რეალი" და არც "ბარსელონა" არასდროსაა ერთ ადამიანზე დამოკიდებული.

-ვინ უფრო უკეთესად თამაშობს "რეალი" თუ "ბარსელონა"
-ამ ორ გუნდს სხვადასხვა სათამაშო სტილი აქვს, თუმცა ორივე სწრაფ ფეხბურთს ემხრობა.

-როგორ შეაფასებთ რაულის კარიერას?
-სანამ ის გერმანიაში გადაბრგდებოდა 15 წელი "რეალში" გაატარა, ამ დროის განმავლობაში ის ყოველთვის გულშემატკივრების საყვარელი ფეხბურთელი იყო , არც გერმანიაში აკლდა მას მომხრეები, ვფიქრობ ყატარში გადასვლით ის კიდევ უფრო პოპულარული გახდება.

-შეძლებს რაული გახდეს მწვრთნელი?
-რა თქმა უნდა, ის 17 წლის განმავლობაში ფეხბურთელიცაა და მწვრთნელიც, ის ყოველთვის ელაპარაკებოდა ფეხბურთელებს, აძლევდა რჩევებს და იყო ნამდვილი ლიდერი, მე დარწმუნებული ვარ, რომ ის დიდებული მწვრთნელი იქნება.



მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:











მსგავსი სიახლეები
კომენტარები 3

iventusi 02-ივნ, 21:04

ხო ბარსას მწვრტნელობა მოუხდებოდა. მაგას ბარსა ხო მაგრად ევასება. wink

admin 02-ივნ, 16:57

ვაიმე ფერნანდო იეროოოოოოოოოოო, მაგარი კაცი ძაან, მადრიდის რეალის ყველა დროის საუკეთესო მცველი.

Sportnews 02-ივნ, 16:37

მეც ვფიქრობ, რომ რაული დიდებული მწვრთნელი იქნება
კომენტარის დატოვება






რეკლამა

კონტაქტი

ელ-ფოსტა: admin@esport.ge

ნავიგაცია

სტატისტიკა

2010-2018