უცხოური ფეხბურთი
გაგო რეალში დაბრუნდა

დღეს ფერნანდო გაგო მადრიდის "რეალში" დაბრუნდა, რომელმაც "რომაში" იჯარის წესით ერთი წელი გაატარა.

არგენტინელ ფეხბურთელს წარუმატებელი სეზონი გამოუვიდა, "რომას" 1 ივნისამდე ჰქონდა დრო გაგოს სრულად გამოსასყიდათ, მას ფეხბურთელის სანაცვლოდ 7 მილიონი ევრო უნდა გადაეხადათ, მაგრამ გაგოს ტრანსფერი არ გამოისყიდეს.

ფაქტია გაგოს არც "რეალში" დატოვებენ, ამიტომ არგენტინელ ფეხბურთელს ახალი გუნდის ძებნა მოუწევს.










კომენტარის დამატება