პორტუგალია თურქეთან დამარცხდა

უცხოური ფეხბურთი 03-ივნ, 01:519 Sportnews 1313 1





ევრო პირველობის მონაწილე ქვეყნები განაგრძობენ ამხანაგური შეხვედრების ჩატარებას, პორტუგალიის ნაკრები თურქეთის წინააღმდეგ საკუთარ მოედანზე სამარცხვიდონ დამარცხდა 1:3.

შეხვედრაში ანგარიში 35 წუთზე თურქმა ფეხბურთელმა უმუტ ბულუტმა გახსნა, 52-ე წუთზე მან უკვე დუბლი მიითვალა.

57 წუთზე მინიმუმამდე დაიყვანა ანგარიში პორტუგალიელმა ფეხბურთელმა ნანიმ, "მანჩესტერის" მოთამაშემ შესანიშნავი დარტყმით აიღო თურქეთის კარი. 65-ე წუთზე პორტუგალიის ნაკრების კაპიტანმა კრიშტიანუ რონალდუმ ვერ შეძლო თერთმეტმეტრიანის გამოყენება, მას თურქთა მეკარემ აჯობა.

შეხვედრაის საბოლოო ანგარიში 88 წუთზე დაფიქსირდა, როდესაც თურქეთის შეტევის დროს საკუთარ კარში გოლი პეპემ გაიტანა. ამ წაგების შემდეგ პორტუგალია საკმაოდ ცუდი ხასიათით ხვდება ევროპის ჩემპიონატს, შეგახსენებთ პორტუგალია პირველ ტურში გერმანიას დაუპირისპირდება 9 ივნისს.



მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:











მსგავსი სიახლეები
კომენტარები 1

Sportnews 03-ივნ, 02:18

რონალდუმ ბაიერთან გაფუჭებული პენლის შემდეგ, უკვე ორი გამაზა , ეტყობა დიდი ფსიქოლოგიური დარტყმა მიიღო
კომენტარის დატოვება






რეკლამა

კონტაქტი

ელ-ფოსტა: admin@esport.ge

ნავიგაცია

სტატისტიკა

2010-2018