უცხოური ფეხბურთი
დი მატეო “ჩელსის” მთავარ მწვრთნელად რჩება

ლონდონის “ჩელსისა” და რობერტო დი მატეოს შორის ხელშეკრულება მიმდინარე კვირის ბოლომდე გაფორმდება და 41 წლის იტალიელი სპეციალისტი “არისტოკრატთა” მთავარ მწვრთნელად ოფიციალურად დაინიშნება.

იტალიელმა გასული სეზონის მიმდინარეობისას მთავარი მწვრთნელის პოსტზე ანდრე ვილაშ-ბოაში შეცვალა და გუნდის თავკაცის მოვალეობას ასრულებდა. მიუხედავად ასეთი არამყარი სტატუსისა, მან ლონდონელებს ინგლისის თასი, მოგვიანებით კი, კლუბის ისტორიაში პირველად, ჩემპიონთა ლიგა მოაგებინა. მიუხედავად ამისა, დღემდე გაურკვეველი იყო, გახდებოდა დი მატეო “ჩელსის” სრულფასოვანი მთავარი მწვრთნელი თუ მის ადგილს ვინმე სხვა დაიკავებდა.

BBC-სა და The Guardian-ის ცნობით, გასულ უქმეებზე დი მატეომ “ჩელსის” ხელმძღვანელობასთან მოლაპარაკება გამართა, რომლის დროსაც დაარწმუნეს - ის მწვრთნელი ხარ, ვისი ხილვაც თავის გუნდში პრეზიდენტ რომან აბრამოვიჩს პირადად სურსო. წყაროების ცნობით, რობერტო მოკლევადიანი კონტრაქტის გაფორმების წინააღმდეგი იყო, მაგრამ საბოლოოდ ერთწლიან თანამშრომლობაზე დაიყოლიეს.

შესაძლოა, კონტრაქტი სხვა პირობითაც გაფორმდეს - მისი ხანგრძლივობა უფრო დიდი იქნება, მაგრამ თუ კლუბის ხელმძღვანელობა შედეგებით უკმაყოფილო დარჩება, კონტრაქტი კომპენსაციის გარეშე შეწყდება. დი მატეო ინგლისში მიმდინარე კვირის ბოლომდე უნდა ჩავიდეს, ყველა დეტალი საბოლოოდ დააზუსტოს და ოფიციალური წარდგენაც ამის შემდეგ შედგება.






Реклама


კომენტარის დამატება
  • iventusi

  • 11 ივნისი 2012 21:42
  • Группа: წევრი
  • Регистрация: 23.05.2012
  • Статус: Пользователь offline
  • 133 комментария
  • 2 публикации
^
ეს ნესვტავა უბრალოტ გაუმარტლა რა. მაგარი არა ის.
  • Группа: წევრი
  • Регистрация: 12.04.2011
  • Статус: Пользователь offline
  • 34 комментария
  • 26 публикаций
^
ციტატა: რაულიტო
ამ წამს ვამთავრებდი ამ სტატიის დაწერას კი გეთანხმები ღირსი იყო დარჩენის

ნუ რას ვიზავთ ))) აბა რა ამგარი კაცია :D უნდა დაერჩინა აბრამოვიჩინიოს .. :D ))
  • Группа: system operator
  • Регистрация: 12.09.2010
  • Статус: Пользователь Онлайн
  • 2783 комментария
  • 5138 публикаций
^
ციტატა: Mrkartvela
მე მაგარი მევასა ეს კაცი ღირსი იყო დარჩენის )))

ამ წამს ვამთავრებდი ამ სტატიის დაწერას wink კი გეთანხმები ღირსი იყო დარჩენის

--------------------
  • Группа: წევრი
  • Регистрация: 12.04.2011
  • Статус: Пользователь offline
  • 34 комментария
  • 26 публикаций
^
მე მაგარი მევასა ეს კაცი ღირსი იყო დარჩენის )))