მარვეიკმა ნაკრებს ვაარტი და ჰუნტელაარი ჩამოაშორა

მარვეიკმა ნაკრებს ვაარტი და ჰუნტელაარი ჩამოაშორა

27-06-2012, 19:57

ჰოლანდიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ბერტ ვან მარვეიკმა ევრო 2012-ზე წარუმატებელი გამოსვლის შემდეგ ჰოლანდიის ფეხბურთის ფედერაციაში დასკვნა მიიტანა, სადაც გუნდის ჩავარდნის მიზეზებზეა საუბარი.

გარდა ამისა, სპეციალისტმა ფედერაციას იმ ფეხბურთელთა სია გაუგზავნა, ვისთანაც მომავალში მუშაობას არ აპირებს.

"შავ სიაში" შემდეგი ფეხბურთელები მოხვდნენ: მცველები ჰალიდ ბულაჰრუზი, იორის მატაისენი და ჯონი ჰეტინგა, ნახევარმცველი რაფაელ ვან დერ ვაარტი და თავდამსხმელი კლას-იან ჰუნტელაარი.

# 1454ავტორი: admin
რატომღაც ველოდი რო მაარვიკს ჩამოაშორებდენ ნაკრებს
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

შემოგვიერთდით