გარეთ ბეილმა ლონდონის "ტოტენჰემთან" კონტრაქტი 2016 წლამდე გააგრძელა

გარეთ ბეილმა ლონდონის

27-06-2012, 21:50

ლონდონის "ტოტენჰემის" ვინგერმა გარეთ ბეილმა "უაით ჰართ ლეინიდან" შესაძლო წასვლის შესახებ გავრცელებული ჭორები გაფანტა და თავის კლუბთან კონტრაქტი გაუმჯობესებული პირობებით, 2016 წლამდე გააგრძელა.

"აქ უკვე ხუთი წელია ვიმყოფები და აქ გატარებული თითოეული წუთისგან სიამოვნებას ვიღებ. გულშემატკივრები ბრწყინვალედ მექცევიან და მინდა მათ შესანიშნავი თამაშით მადლობა გადავუხადო.

კლუბი ვითარდება და მსურს, ამ ყველაფრის ნაწილი ვიყო. შესანიშნავია, რომ გარიგებაზე შევთანხმდით.

მინდა "ტოტენჰემის" ჩემპიონთა ლიგაში დაბრუნებაში ჩემი წილი დავიდო - ჩვენი ადგილი იქ არის. ჩვენ ახალგაზრდა და კარგი გუნდი გვყავს და მთავარ ევროპულ არენაზე დასაბრუნებლად ერთად უნდა ვიმუშაოთ", - განაცხადა ბეილმა.

# 86ავტორი: Dark Dante
ეეე, ტოტენჰემით რო წვალობს ლიგაზე გასასვლელად და ოცნებობს გადმოსულიყო ბარსაში და ყოველ წელს ლიგაზე იქნებოდა...
# 34ავტორი: Mrkartvela
აუ რა დინამოში მინდოდა ეს :D
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

შემოგვიერთდით