რა არის შეუძლებელი დიეგო მარადონასთვის?

რა არის შეუძლებელი დიეგო მარადონასთვის?

3-07-2012, 19:34

მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდა დიეგო მარადონა ევრო 2012-ის დასრულების შემდეგ აცხადებს, რომ ესპანელებმა სამყაროს ახალი რევოლუციური ფეხბურთი შესთავაზეს და ესპანური მანქანის დამარცხება ერთი, თუნდაც გენიალური ფეხბურთელის დახმარებით, უბრალოდ შეუძლებელია.

ფეხბურთის უგვირგვინო მეფეს მიაჩნია, რომ ესპანეთის ნაკრებმა სოლიდური ნაბიჯი გადადგა, რათა ყველა დროის საუკეთესო გუნდად იქნას მიჩნეული.

შეგახსენებთ, რომ ესპანეთის ნაკრებმა ოთხი წლის განმავლობაში ზედიზედ მესამე მნიშვნელოვანი ტურნირი მოიგო, რაც ფეხბურთის ისტორიაში აქამდე არ მომხდარა. გამოცემა Times of India-ში დიეგოს საკუთარი სვეტი აქვს, რომელშიც მარადონამ დაწერა: "ესპანეთმა დაამტკიცა, რომ მხოლოდ მსოფლიოს საუკეთესო გუნდი როდია, ჩემი აზრით, ეს ნაკრები გახლავთ ფეხბურთის ისტორიაში საუკეთესო გუნდი. არც ერთ, თუნდაც გენიალურ ფეხბურთელს არ შეუძლია ამ ესპანური მანქანის დამარცხება. კრიშტიანუ რონალდუ პორტუგალიის ნაკრებთან ერთად შეეცადა ამის გაკეთებას, მაგრამ არაფერი გამოუვიდა. ანდრეა პირლოც ცდილობდა, მაგრამ რად გინდა, ესპანურ ნახევარდაცვას გადააწყდა."

დიეგო მარადონამ სცადა ესპანეთის ნაკრების დახასიათება. მოგეხსენებათ, რომ "ფურია როხას" 2008 წლიდან მოყოლებული ევროპისა და მსოფლიო ჩემპიონატების ფინალური ეტაპის ფლეი ოფების ეტაპზე გოლი არ გაუშვია. რაც უნიკალურ რეკორდს წარმოადგენს.

"მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე ესპანეთის ნაკრებმა ცხრა გოლი გაიტანა და მხოლოდ ერთი გაუშვა. ამ გუნდის დაცვა მსოფლიოში საუკეთესოა. კარში იკერ კასილიასი. მის წინ სერხიო რამოსი, ალვარო არბელოა და ხერარდ პიკე, მეტი რა უნდა გინდოდეს. ახლა ამ სამუელს ხორდი ალბა დაუმატეთ. "ბარსელონამ" ამ ფეხბურთელში 14 მილიონი ევრო ტყუილად როდი გადაიხადა. ფინალში მის მიერ გატანილი გოლი კი ნებისმიერ ფორვარდს შეშურდებოდა," - ამბობს მარადონა.

ამის შემდეგ დიეგო უკვე ესპანური გუნდის ნახევარდაცვას ახასიათებს: "ეს არის უნიკალური თაობა. ჩავი, სერხიო ბუსკეტსი, ჩაბი ალონსო, ანდრეს ინიესტა, დავიდ სილვა. ინდივიდუალური ვარსკვლავები, რომლებიც ერთი მანქანის მექანიზმში მუშაობენ. თქვენ შეიძლება ერთ-ერთი მათგანი შეაჩეროთ, თუმცა დანარჩენები მუშაობას აგრძელებენ. ესპანეთის ნაკრები რევოლუციურ ფეხბურთს თამაშობს - ფორვარდის გარეშე და ამ პოზიციაზე უნიჭიერეს სესკ ფაბრეგასს იყენებს."

დიეგო მარადონამ ევრო 2012-ის ვარსკვლავებზეც ისაუბრა. "ზოგიერთმა ფეხბურთელმა მართლაც დაგვამახსოვრა თავი. ანდრეა პირლო შეუდარებელი იყო. კრიშტიანუ რონალდუმ კიდევ ერთხელ დაგვანახა, თუ რატომ არის იგი ლიონელ მესისთან ერთად პლანეტის საუკეთესო ფეხბურთელი. ზლატან იბრაჰიმოვიჩის გოლი კი ტურნირის ულამაზეს გოლად მიმაჩნია".

# 2783ავტორი: Sportnews
მგონი ეს იყო მარადონას ბოლო დროინდელი ყველაზე კარგი კომენტარი wink ობიექტურად აქვს ყველაფერი ნათქვამი

--------------------

# 133ავტორი: iventusi
დამარჩხებენ თან შენი ნაკრების ფეხბურტელები. გჯეროდეს რადგან ამას მე ვამბობ ფეხბურტის ღმერთი. wink
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

შემოგვიერთდით