ბიელსამ ატლეტიკი სკანდალურად დატოვა

ბიელსამ ატლეტიკი სკანდალურად დატოვა

7-07-2012, 00:18

არგენტინელმა სპეციალისტმა მარსელო ბიელსამ ბილბაოს "ატლეტიკი" დატოვა, რადგან სპეციალისტს კონფლიქტი მოუვიდა კლუბის მეპატრონეებთან.

მარსელო ბიელსამ წასვლის შესახებ მას შემდეგ განაცხადა, რაც კლუბის მეპატრონეებმა საზოგადოდ გააკრიტიკეს არგენტინელი სამშენებლო კომპანიასთან კონფლიქტის გამო, რომელმაც თავის დროზე სამუშაოს დასრულება ვერ შეძლო.

აღსანიშნავია, რომ ბიელსამ სამშენებლო კომპანიას ბრალი დასდო კონტრაქტით გათვალისწინებული პირობების დარღვევაში, მას შემდეგ რაც მათ ვერ მოასწრეს რემონტის დასრულება ბაზაზე (ლეზამი), წინასასეზონი ვარჯიშების დაწყებამდე.

შეგახსნებთ, რომ არგენტინელი სპეციალისტის ხელში "ატლეტიკი" ძალიან კარგ ფეხბურთს თამაშობდა და გუნდსაც ასე თუ ისე წარმატებული სეზონი ჰქონდა , ბასკური გუნდი ევროპის ლიგის და ესპანეთის თასის ფინალში გავიდა, მაგრამ ორივეგან წააგონ.

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

შემოგვიერთდით