ტოტენჰემმა ადებაიორი იყიდა

უცხოური ფეხბურთი 13-ივლ, 16:389 Sportnews 951 0






ლონდონის "ტოტენჰემმა" ოფიციალურად იყიდა "სიტის" კუთნილებაში არსებული ტოგოელი ფეხბურთელი ემანუელ ადებაიორი.

Daily Mail-ის ინფორმაციით ლონდონურმა კლუბმა ადებაიორი 6 მილიონი ფუნტის სანაცვლოდ იყიდა. შეგახსენებთ, რომ ადებაიორმა გასული სეზონი იჯარის წესით გაატარა "ტოტენჰემში". მან 37 შეხვედრაში 18 გოლის და 18 საგოლე გადაცემის გაკეთება შეძლო.

"ტოტენჰემი" ცდილობს ლიდერები შეინარჩუნოს და შემდეგი სეზონისთვის სერიოზული მიზნები აქვს, ლონდონური კლუბი არ აპირებს გაუშვას გუნდიდან ვან დერ ვაარტი, სავარაუდოდ ლიდერებიდან მხოლოდ მოდრიჩი დატოვებს გუნდს.



მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:









დაწერე კომენტარი

მსგავსი სიახლეები
კომენტარის დატოვება






რეკლამა

კონტაქტი

ელ-ფოსტა: admin@esport.ge

ნავიგაცია

სტატისტიკა

2010-2018