ტევესი: ჩემი მომავალი სიტის უკავშირდება

ტევესი: ჩემი მომავალი სიტის უკავშირდება

14-07-2012, 01:09

"მანჩესტერ სიტის" არგენტინელი თავდასხმელი კარლოს ტევესი აცხადებს, რომ ის ინგლისური გუნდის დატოვებას და სხვა გუნდში კარიერის გაგრძელებას არ აპირებს.

"რას ვიზამ მომავალში? ჩემი მომავალი "სიტის" უკავშირდება. მე მინდა ამ გუნდის ისტორიაში შევიდე, მინდა, ბევრი გოლი გავიტანო ამ გუნდში , კიდევ მსურს გავხდე ინგლისის ჩემპიონი და მოვიგო ჩემპიონთა ლიგა"-განაცხადა კარლოს ტევესმა.

შეგახსნებთ, რომ არგენტინელს და მანჩინის შორის გასული სეზონის შუა ნახევარში კონფლიქტი იყო, მაგრამ შემდეგ მათ შორის ურთიერთობა მოგვარდა და ბოლო ტურებში ტევესმა გადამწყვეტი გოლების გატანაც შეძლო.

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

შემოგვიერთდით