უცხოური ფეხბურთი
მოდრიჩი ტოტენჰემის ვარჯიშს არ დაესწრო
ლუკა მოდრიჩს, მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი "ტოტენჰემის" დატოვება, ხორვატი ფეხბურთელი უკვე ლონდონური გუნდის ვარჯიშსაც აღარ დაესწრო.
მოდრიჩმა "ტოტენჰემის" მწვრთნელს, ვილაშ-ბოაშს უთხრა, რომ მისი იმედი აღარ ჰქონდეს და მას "რეალში" სურს გადასვლა. 26 წლის ფეხბურთელი უკვე ყველანაირად მზად არის, რომ მადრიდულ გუნდში ითამაშოს, მას სურს, რომ კლუბებმა შეთანხმება, რაც შეიძლება მალე მიაღწიონ.
თავად მოდრიჩმა უკვე შეათანხმა კონტრაქტის პირობები მადრიდულ კლუბთან, მაგრამ "რეალი" ჯერ "ტოტენჰემს" ვერ შეუთანხმდა, ინგლისური გუნდი არ აპირებს 35 მილიონ ფუნტზე ნაკლებად შეელიოს ფეხბურთელს. "რეალის" გარდა მოდრიჩისადმი ინტერსს "პსჟ" და "მანჩესტერი" გამოხატავს, მაგრამ თავად ფეხბურთელს მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი "რეალში" გადავიდეს.

მოქმედი ფეხბურთელებიდან ვის აქვს ყველაზე მეტი...
" სახლი კი არა ნამდვილი სამოთხეა " - ნახეთ როგორ...
ვინ გახდა "ლივერპული"-"რომას" საუკეთესო...
ლაშა ტალახაძე ულამაზეს გოგოზე დაინიშნა - ნახეთ,...
სალაჰმა საოცარი შედეგი დააფიქსირა...
5 მიზეზი იმისა, თუ რატომ დაამარცხებს მადრიდის...